მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დედის დღეს განსხვავებული თარიღით აღნიშნავენ. დიდ ბრიტანეთში ეს 19 მარტს იყო და შვილებისა თუ დედების ფოტოები, მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად, არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოაქვეყნა. მათ შორისაა სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც.

2021 წელს ნაომიმ საზოგადოების გაოცება და აღფრთოვანება შეძლო, როცა ნიუ-იორკის მოდის კვირეულიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, სადაც მას ორსულობა არ ეტყობოდა, თქვა, რომ გოგონას დედა გახდა. მოგვიანებით მას მოუწია ემტკიცებინა, რომ გოგონა არა ნაშვილები, არამედ მისი ბიოლოგიური შვილი იყო. ამის შესახებ მან ბრიტანულ Vogue-თანაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ ბავშვი არ უშვილებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამის შესახებ უფრო მეტის თქმა არ სურდა.

სუპერმოდელმა თქვა ისიც, რომ სულ თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც მისი გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ.
"ჩემი მეგობრებისა და ნათესავების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. ეს არის ყველაზე დიდი წყალობა, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია" - ამბობდა ნაომი.

ნაომი ბოლო წლებში ბევრს მოგზაურობს და ამბობს, რომ ეს მის ქალიშვილსაც მოსწონს: "გამიმართლა, რომ ჩემს პატარასაც უყვარს მოგზაურობა. ფრენის დროს არ ტირის, კარგი გოგოა, მშვიდი" - თქვა მან.

მიუხედავად არაერთი ჭორისა, ნაომი კემპბელი შვილსა და პირად ცხოვრებაზე საჯაროდ თითქმის არასდროს საუბრობს. როგორც ცნობილია, მოდელს ბოლოს ურთიერთობა 2018 წელს რეპერ სკეპტასთან ჰქონდა, მანამდე კი ხვდებოდა რობერტ დე ნიროს, მაიკ ტაისონსა და რუს მილიარდერ ვლადისლავ დორინინს. 