ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს რუსეთში, იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთი ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.

ანასტასიას 19 მარტს 18 წელი შეუსრულდა. მან იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, კადრები წვეულებიდან კი საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. "გილოცავ დაბადების დღეს, მამა" - წერს ავთანდილ ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში. 