სტივ მაკკარი ცნობილი ჟურნალისტი და ფოტოგრაფია, რომელმაც ამ ნამუშევრის წყალობით მსოფლიო აღიარება მოიპოვა. "ავღანელი გოგონა" - ეს ცნობილი ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნდა.
შარბატ გულა აღმოსავლეთ ავღანეთში, პატარა სოფელში დაიბადა, პაკისტანის საზღვართან ახლოს. 1979 წელს ავღანეთში ომი დაიწყო და ერთ-ერთი დაბომბვის დროს გოგონას დედა გარდაიცვალა.

მამასთან, ძმასთან და სამ დასთან ერთად შარბატმა შეძლო მთებიდან გაქცევა. ისინი დასახლდნენ ნასირ ბაღის ლტოლვილთა ბანაკში. სწორედ იქ გაიცნო გოგონამ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სტივ მაკკარი, რომელიც ომის შესახებ მასალებს აგროვდება.
სურათი გადაღებულია კარავში, რომელიც დაწყებით სკოლად გამოიყენებოდა. მაკარის ყურადღება შარბატის თვალებმა მიიქცია. ავღანელ გოგონებს მამაკაცებთან ერთ ოთახში ყოფნაც კი ეკრძალებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ სახის გამოჩენაზე. მაგრამ სტივმა მოახერხა მისი დარწმუნება. შედეგად, ეს სურათი იქცა არა მხოლოდ ავღანეთის ომის, არამედ მთელ მსოფლიოში ლტოლვილთა პრობლემების სიმბოლოდ.

საინტერესოა, რომ 2002 წლამდე მსოფლიომ არ იცოდა, ვინ იყო გამოსახული ფოტოზე, სანამ მაკკარი თავისი სურათის გმირის მოსაძებნად ავღანეთში არ დაბრუნდა. 30 წლის შარბატმა არ იცოდა, თუ რამდენად პოპულარული იყო ის მსოფლიოში. მაკკარიმ ის მეორედ გადაიღო - ამჯერად სახის გამოჩენის ნებართვა ქმრისგან უნდა აეღო.
შარბატ გულას ცხოვრება საკმაოდ პროგნოზირებადად განვითარდა. ოთხმოციანი წლების ბოლოს იგი დაქორწინდა და 1992 წელს ქმართან ერთად სამშობლოში - ავღანეთში დაბრუნება შეძლო. რამდენჯერმე მოუწიათ გადაადგილება (და კიდევ პაკისტანში დაბრუნება) - მშვიდი ცხოვრება შეუძლებლად იქცა მუდმივი სამხედრო კონფლიქტების გამო. ამის მიუხედავად, შარბატი მრავალშვილიანი დედა გახდა - ჰყავს სამი ქალიშვილი (მეოთხე დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა).

2012 წელს გულა დაქვრივდა: ქმარი ჰეპატიტით გარდაიცვალა. შვილებთან ერთად შარბატი არალეგალურად ცხოვრობდა პაკისტანში, სანამ დეპორტის გზით ავღანეთში დაბრუნება არ მოუწია. საბედნიეროდ, პრეზიდენტმა მას და მის შვილებს საცხოვრებელი ფართი გამოუყო ქაბულში, სადაც 50 წლის შარბატი დღესაც ცხოვრობს.