პრისცილა პრესლიმ ელვის პრესლიზე 1967 წელს იქორწინა. როკ-ენ-როლის მეფესთან ქორწილისთვის მან მარგალიტებით მოქარგული მაქმანებიანი კაბა აირჩია.
ამბობენ, რომ თავად პრისცილა უკმაყოფილო იყო ჩაცმულობით და რამდენჯერმე შეცვალა დიზაინი. პატარძალი არ მალავდა ორსულობას: ელვისის ერთადერთი ქალიშვილი, ლიზა მარი პრესლი, ქორწილიდან ზუსტად 9 თვის შემდეგ დაიბადა.

ფაფუკი სახელოებით, David & Elisabeth Emanuel-ის კაბა ზედმეტად დეკორატიული ჩანდა 1981 წელსაც კი, როდესაც დიანა სპენსერი პრინც ჩარლზზე დაქორწინდა. თუმცა, ეს მდიდრული სამოსი დიდი ხანია ნებისმიერი გოგოს ოცნებაა და ნამდვილი პრინცესას სრულყოფილი საქორწინო კაბის განსახიერება გახდა.

რანია ფეისალ ალ-იასინი 1993 წელს დაქორწინდა იორდანიის პრინც აბდულაზე. მისი ჩაცმულობა კი იმდროინდელი ტენდენციებისა და ეროვნული ტრადიციების ასახვა გახდა. პატარძალმა კოსტიუმი ბრიტანელ დიზაინერ ბრიუს ოლდფილდს შეუკვეთა.

მონაკოს პრინცი რენიე III-ისა და ჰოლივუდის მსახიობის გრეის კელის ქორწინებას, რომელიც 1956 წელს შედგა, ჟურნალისტებმა საუკუნის ქორწილს უწოდეს. რა თქმა უნდა, 65 წლის განმავლობაში ბევრი მდიდრული ზეიმი გვინახავს, მაგრამ გრეის კელის საქორწინო კაბა კვლავ ყველა პატარძლის ოცნებად რჩება.

დედოფალი ვიქტორია პრინც ალბერტზე 1840 წელს დაქორწინდა, მაგრამ მისი კაბა ჯერ კიდევ სტანდარტად ითვლება. ჩვეულებრივ იმ დროს პატარძალი შედარებით მკვეთრი ფერის კაბებს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა, ვიქტორიამ ახალ ტრენდს დაუდო სათავე და ქორწილისთვის თეთრი კაბა აირჩია.
