რუბრიკაში "მოდა და სტილი" იმ ადამიანებს განვიხილავთ, რომელთა ჩაცმის სტილმაც მოდაზე მოახდინა გავლენა. ადამიანის განწყობა სამოსით გადმოიცემა. პიროვნების ჩაცმულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის დამოკიდებულებაზე როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფების მიმართ. რა უფრო მნიშვნელოვანია, მოდა თუ სტილი? ვინ აწესებს სტანდარტებს? ამ კითხვებს დიზაინერი მარინა ხორავა პასუხობს.
ნანი ბრეგვაძე
ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლისაა, მისი ყოველი გამოჩენა სცენასა და ეკრანზე მსმენელისთვის ზეიმია. ის არა მარტო ქართველების საყვარელი მომღერალი, არამედ უზადოდ დახვეწილი და გემოვნებიანი ადამიანია. როგორ შეიძლება იყო საოცრად მოდური მთელი ეპოქის განმავლობაში?

- ეს შეუძლია მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს. მისი ყოველი გამოჩენა ზეიმია. ეს ქალი თავად არის დღესასწაული. ნანი არა მარტო ლეგენდარული მომღერალია, ის ელეგანტური და გამორჩეული ქალიცაა. ქალბატონი ნანის სტილი იყო, არის და იქნება გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
- თქვენი დაკვირვებით, ნანის სტილისთვის რომელი აქსესუარია განუყოფელი?
- ვარდი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც დიზაინერის - ყვავილი სამოსზე ყველას არ მოუხდება და გააჩნია ასაკსაც - ახალგაზრდა იტანს ასეთ აქსესუარს, ქალბატონ ნანის კი ასაკი არა აქვს. გამოყვანილი კაბები, დიდი ქვედაკაბები, დიდრონი ვარდები ნანის ყოველთვის უხდებოდა და დღესაც უხდება. ეს არის ამოუხსნელი ფენომენი, ქალის იმ დონეზე დახვეწილობა, რომ მას ყველა ასაკში ყველაფერი უხდება. ქალბატონი ნანის სტილს, გემოვნებას ასაკი არა აქვს. ის 86 წლის ასაკშიც კი იფურჩქნება.
წაიკითხეთ სრულად