ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ამჯერად ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „ბედნიერება“ - წერს მომღერალი "ინსტაგრამზე".

სულ ცოტა ხნის წინ ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი გიორგი და მისი მეუღლე ანეტა ნიკურაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ბიძის, ლუკას სახელი დაარქვეს. ნატო გელაშვილმა შვილიშვილთან გადაღებული სურათები პირველად გაასაჯაროვა და დაწერა, რომ პატარა ლუკა უკვე მოინათლა: "დილა მშვიდობისაო, მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ… გუშინ გავქრისტიანდი... კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“, – წერს ნატო გელაშვილი.

