ნანუკა გულუამ და კახაბერ კაშიამ გასული წლის სექტემბერში იქორწინეს, თუმცა ოფიციალური ცერემონია ქუთაისში გაიმართა. წყვილმა ჯვარი ბაგრატის ტაძარში დაიწერა.
ნანუკამ ქორწინება მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნა და ფეხმძიმე თეთრ საქორწინო კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. წყვილს ერთი შვილი, ნინა ჰყავს.

ამჯერად ნანუკა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს:
„ჩემო ყველაზე დიდო ბედნიერებავ, გილოცავ!!! ჩემს ოცდაყველა წლის ოცნებაში, ჩემი უდიდესი ფანტაზიის უნარის მიუხედავად, არასოდეს შემიქმნია ისეთი სრულყოფილი პრინცი, როგორიც ღმერთმა გამომიგზავნა! მადლობა ყველაზე დიდი, ნათელი და მარადიული სიყვარულისთვის, რომელიც გულს მიხარებს ყოველ წამს!!“ - წერს ნანუკა "ინსტაგრამზე".