წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას სოციალურ ქსელებში 290 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების დეტალებს ყოველდღიურად უზიარებს და მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ნუცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობასაც ახერხებს.
სულ ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს ამცნო, რომ ის მონაწილეობას პროექტ "ამერიკის ვარსკვლავში" იღებდა. ნუცა პირველი ქართველია, რომელმაც ამ შოუს შესარჩევი ეტაპების გავლა და მასში მოხვედრა შეძლო.
ამჯერად ნუცა ასევე წარმატებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „წარმატებები კვარას და საქართველოს!“ - წერს მომღერალი. ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას ფეხბურთის ღმერთს, დიეგო მარადონასაც კი ადარებენ და "კვარადონას" უწოდებენ. ნუცას და ხვიჩას ერთობლივმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: "საქართველოს ორი სიამაყე", "ასახელეთ ჩვენი ქვეყანა" - წერენ კომენტარებში.
