დისკუსია ნეპო ბავშვებზე - ანუ ვარსკვლავების შვილებზე, რომლებიც მათ კვალდაკვალ მიჰყვებიან და ადვილად აშენებენ წარმატებულ კარიერას - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გახდა, განსაკუთრებით, სამოდელო ბიზნესში. ნახეთ პოდიუმის კაშკაშა ვარსკვლავების შვილები, რომლებსაც წარმატებულ სამოდელო კარიერას
უწინასწარმეტყველებენ.
ანია, ალესანდრა ამბროსიოს ქალიშვილი

14 წლის ანია - სრული სახელი ანია ლუიზა ამბროსიო მაზური - ალესანდრასა და მისი ყოფილი პარტნიორის, ფოტოგრაფ-დიზაინერ ჯეიმი მაზურის ქალიშვილია. წყვილს ასევე 10 წლის ვაჟი, სახელად ნოა ფენიქსი ჰყავს. ბოლო დროს ალესანდრამ შვილთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა დაიწყო. რა მომავალი სურს მოდელს თავისი ქალიშვილისთვის, ალესანდრას ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია. თუმცა არ არის გამორიცხული, ანას სამოდელო კონტრაქტებიც შესთავაზონ.
კლემენტინი, კლაუდია შიფერის ქალიშვილი

რეჟისორ მეთიუ ვონთან ერთად, 90-იანი წლების ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს. უფროსი შვილი, კლემენტინი, უკვე 18 წლისაა. ყოველ ჯერზე, როცა კლაუდია აქვეყნებს თავისი ქალიშვილის ფოტოს, გამომწერები აღფრთოვანებულნი არიან მათი მსგავსებით და გოგონას თანაბრად თავბრუდამხვევი კარიერისკენ უბიძგებენ. მიუხედავად იმისა, რომ კლემენტინი ბავშვობიდან იყო მიჩვეული პაპარაცების ყურადღებას, დიდი ხნის განმავლობაში კამერების წინ არ ჩნდებოდა - შიფერმა აღიარა, რომ სურდა ბავშვებს ნორმალური ბავშვობა ჰქონოდათ.
ლილი, კრისტენ მაკმენამის ქალიშვილი

სუპერმოდელი კრისტენ მაკმენემი 90-იანი წლების მოდელებს შორის თავის გარეგნობითა და სტილით ნამდვილად გამოირჩეოდა. ახლა ამ ტრადიციას მისი ქალიშვილი ლილი აგრძელებს, რომელიც უკვე 28 წლისაა. მან კარიერა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი დებიუტი მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე შედგა.
ნევა პორტმანი, ნატალია ვოდიანოვას ქალიშვილი

ინგლისელი ლორდ ჯასტინ პორტმანისა და ნატალია ვოდიანოვას ქალიშვილი უკვე 17 წლისაა. ნევა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი: ნატალია შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, მაგრამ ნევას ჯერ არ გამოუჩენია ინტერესი გლამურული სამყაროს მიმართ, თუმცა ბავშვობაში საკუთარი თავის სამოდელო კარიერაში გამოცდა მაინც მოუწია, როცა 5 წლის ასაკში დედასთან ერთად საცურაო კოსტიუმების რეკლამაში ითამაშა.