"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დიდი პა­რას­კე­ვი, ანუ წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი, დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე - Marao

"დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!" - დიდი პა­რას­კე­ვი, ანუ წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი, დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე

2023-04-14 10:18:58+04:00

"ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნო, რა ავად მი­გიჩ­ნი­ე­სო!

ბო­რო­ტი­სა­გან კე­თი­ლი შუ­რით ვერ გა­ნარ­ჩი­ე­სო,

მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი შენ მათი წამ­წყმენდლად მი­გიჩ­ნი­ე­სო,

 დი­დე­ბა მოთ­მი­ნე­ბა­სა შენ­სა, უფა­ლო იესო!" (და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი)

დღეს დიდი პა­რას­კე­ვია. ამ დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ჯვარ­ცმას, ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას იხ­სე­ნებს.

დიდი პა­რას­კე­ვი, ანუ წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი, დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. ამ დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა არ აღეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­გან გა­მო­სახ­სნე­ლად უფალ­მა სა­კუ­თა­რი თავი მსხვერ­პლად შეს­წი­რა. მსა­ხუ­რე­ბი­სას სა­მე­უ­ფეო ჟამ­ნი შეს­რულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც უფ­ლის ვნე­ბის შე­სა­ხებ სა­ხა­რე­ბა იკი­თხე­ბა.

დიდი პა­რას­კე­ვის სე­რო­ბა მა­ცხოვ­რის ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას ეძღვნე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ, შუ­ა­დღის ორ სა­ათ­ზე აღევ­ლინე­ბა, რად­გან იესო ქრის­ტე ჯვარ­ზე სწო­რედ ამ დროს მი­იც­ვა­ლა. მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში მზად­დე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სად­გა­მი - "საფ­ლა­ვი", სა­კურ­თხე­ველ­ში კი, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ გარ­და­მოხ­სნას, სა­გან­გე­ბოდ მო­ხა­ტულ დიდ ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია ამო­ქარ­გუ­ლი.

გარ­და­მოხ­სნას ტა­ძარ­ში სამ­ჯერ შე­მო­ა­ტა­რე­ბენ და მას ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, სპე­ცი­ა­ლურ სად­გამ­ზე და­აბ­რძა­ნე­ბენ. სრულ­დე­ბა სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იესო ქრის­ტეს ვნე­ბა­სა და ჯვარ­ცმას ასა­ხავს. ამის შემ­დეგ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მლოც­ვე­ლე­ბი გარ­და­მოხ­სნის წი­ნა­შე დიდ მე­ტა­ნი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მას ეამ­ბო­რე­ბი­ან.

გარ­და­მოხ­სნა ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში არას­რუ­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა, რაც იმის სიმ­ბო­ლოა, რომ მა­ცხო­ვა­რი აღ­დგო­მამ­დე სწო­რედ სამი დღე იყო საფ­ლავ­ში.

დიდი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ხვის დღეა და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, მორ­წმუ­ნე­თა­გან ზოგი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფერს იღებს, ზოგი კი - მხო­ლოდ პურ­სა და წყალს...გაგრძელება