ღალატი, მიტოვება და ძალადობის ბრალდება - ქალები ბრედ პიტის ცხოვრებაში და მისი სკანდალური პირადი ცხოვრება - Marao

ღალატი, მიტოვება და ძალადობის ბრალდება - ქალები ბრედ პიტის ცხოვრებაში და მისი სკანდალური პირადი ცხოვრება

2023-04-23 11:10:18+04:00

 

ტაბლოიდებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო ბრედ პიტის პირადი ცხოვრება. ბრედს არ სჩვევია მარტო ყოფნა და მისი სასიყვარულო ურთიერთობების შთამბეჭდავი სია ამის დასტურია.

რობინ გივენსი

მომღერალმა და მოდელმა ოცდასამი წლის ბრედ პიტის გული თავისი ტემპერამენტითა და ხიბლით მოიგო. მათი ურთიერთბა დიდხანს არ გაგრძელდა და ერთი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. მოგვიანებით, გივენსი მაიკ ტაისონის ცოლი გახდა. 

შალაინ მაკკოლი

პიტის პირველი ცნობილი რომანი იყო ურთიერთობა მშვენიერ შალეინ მაკკოლთან, რომელიც მსახიობმა 1987 წელს სერიალის Dallas-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მას შემდეგ კი, რაც ბრედმა პროექი დატოვა, მათი ურთიერთობაც დასრულდა. 

ჯილ შოლენი

პირველი გოგონა, რომელმაც ბრედ პიტს გული გაუტეხა. წყვილმა ერთმანეთი ფილმის "Skip Class" გადასაღებ მოედანზე გაიცნო და თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ჯილმა პიტი სხვა მამაკაცის გამო დატოვა. მოგვიანებით, ბრედმა აღიარა, რომ ჯილთან განშორება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო მის ცხოვრებაში.

ჯულიეტ ლუისი

მოკლე რომანების სერიის შემდეგ, პიტმა საბოლოოდ დაიწყო სამწლიანი ურთიერთობა - ახალგაზრდა ჯულიეტ ლუისთან, რომელიც მსახიობთან შეხვედრის დროს მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო. 1993 წელს ჰოლივუდის გულთამპყრობელთან დაშორებამ გოგონაზე მძიმედ იმოქმედა - დეპრესიაში ჩავარდა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

გვინეტ პელტროუ

ჯულიეტთან ურთიერთობის გაწყვეტიდან სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ, პიტი მშვენიერ გვინეტ პელტროუსთან ერთად შენიშნეს. თითქმის სამი წლის განმავლობაში ბრედი და გვინეტი სამართლიანად ითვლებოდნენ ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად. მსახიობმა მომხიბვლელ ქერას ქორწინებაც კი შესთავაზა, მაგრამ წყვილი ნიშნობიდან შვიდი თვის შემდეგ დაშორდა. დაშორების მიზეზზე არასდროს უსაუბრიათ და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

ჯენიფერ ენისტონი

ბრედ პიტი თავის პირველ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს 1998 წელს შეხვდა, წყვილი 2000 წელს დაქორწინდა. ბედნიერება მანამ გაგრძელდა, სანამ 2005 წელს მსახიობი ანჯელინა ჯოლის გაიცნობდა.2020 წელს, ტაბლოიდები ვარაუდობდნენ ბრედისა და ჯენიფერის შესაძლო შერგების შესახებ. ამის მიზეზი SAG Awards-ის ცერემონიაზე გადაღებული ერთობლივი ფოტოები იყო. მედიამ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მსახიობმა ყოფილ ქმარს ღალატი აპატია და ურთიერთობა განაახლა. თუმცა პიტისა და ენისტონის რომანი ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.

ანჯელინა ჯოლი

თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ  ბავშვების მეურვეობის საკითხები.