ყველაზე ცნობილი ნიშნობის ბეჭედი ისტორიაში - რატომ აღიზიანებდათ პრინცესა დიანას ცნობილი საფირონის ბეჭედი სამეფო ოჯახის წევრებს - Marao

ყველაზე ცნობილი ნიშნობის ბეჭედი ისტორიაში - რატომ აღიზიანებდათ პრინცესა დიანას ცნობილი საფირონის ბეჭედი სამეფო ოჯახის წევრებს

2023-04-25 13:01:08+04:00

 ლედი დის ნიშნობის ბეჭედი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამკაულად ითვლება. თუმცა ირკვევა, რომ სასახლეში ყველა არ იყო აღფრთოვანებული პრინც ჩარლზის საჩუქრით.

ჩარლზმა და დიანა სპენსერმა ნიშნობა 1981 წლის თებერვალში გამოაცხადეს. ათასობით ადამიანის ყურადღება 14 ბრილიანტით გარშემორტყმულმა საფირონის ბეჭედმა მიიპყრო. 

ამბობდნენ, რომ სამეფო ოჯახი უკმაყოფილო იყო, როდესაც დიანას ბეჭედი ათობით ფოტოში გამოჩნდა.ამბობენ, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ბეჭედი ორი მიზეზის გამო არ მოსწონდათ: სამკაულის ცენტრში იყო არა ბრილიანტი, რომელიც უფრო ტრადიციული იყო სამეფო პირებისთვის, არამედ 12-კარატიანი საფირონი; მეორეც, პროდუქტი „სამომხმარებლო საქონლად“ ითვლებოდა და უინძორების სტანდარტებით მეტისმეტად ცოტა ღირდა. 

ბეჭდის შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა. როდესაც უილიამისა და ქეით მიდლტონის ნიშნობის დროს ის კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, სამეფო ოჯახის ზოგიერთი გულშემატკივარი შეშინებული იყო. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ სამკაულები დაწყევლილი იყო და კეტრინს უბედურების გარდა, არაფერს მოუტანდა. 

1997 წელს ავტოკატასტროფის შედეგად ლედი დის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მისი სამკაული მემკვიდრეობით შვილებს გადაეცათ. უილიამმა დიანას ოქროს Cartier-ის საათი აირჩია. ჰარი, თავის მხრივ, უპირატესობას დედის ნიშნობის ბეჭედს ანიჭებდა, თუმცა უილიამის და ქეითის ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ სამკაული ძმას დაუთმო.