პიროვნების ტესტი არის ფსიქომეტრიის ფორმა, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგიური ასპექტების გასაზომად გამოიყენება.
ეს ტესტები შექმნილია იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ იქცევა სხვადასხვა სიტუაციაში.
აირჩიე ცისარტყელა და გაიგე, რა არის შენი ცხოვრების მიზანი და როგორ მიაღწიო მას.

ცისარტყელა №1
ადამიანები, რომლებიც ირჩევენ პირველ ცისარტყელას, ინტროსპექციულები არიან. კარგად იციან ის ღირებულებები და პრინციპები.მადლობელნი არიან თავიანთი წარსული გამოცდილებისთვის და იციან, რომ ეს გამოცდილება მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ.
ცისარტყელა №2
ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მეორე ცისარტყელას, არიან ოპტიმისტები და გონებაგახსნილები. მათ მტკიცედ სწამთ, რომ განკურნება შესაძლებელია და ყოველთვის მზად არიან იპოვონ ახალი გზები წინსვლისთვის. იციან კარგი ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სარგებელი და ის, თუ როგორ ჩამოაყალიბონ პოზიტიური დამოკიდებულება ამ მდგომარეობის მისაღწევად. სჯერათ, რომ უპირობო სიყვარულს ყველაფრის განკურნება შეუძლია.
ცისარტყელა №3
ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მესამე ცისარტყელას, როგორც წესი, მოთმინებით გამოირჩევიან. კარგად ესმით ის ფაქტი, რომ მიზნების მიღწევას დრო სჭირდება.
ცისარტყელა №4
ადამიანები, რომლებიც მეოთხე ცისარტყელას ირჩევენ, უფრო თამამები და თავდაჯერებულები არიან. მათ იციან, რომ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზაა საკუთარი გზის შექმნა.
ცისარტყელა №5
ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მეხუთე ცისარტყელას, როგორც წესი, ინტუიციურნი და მგრძნობიარეები არიან. ისინი ყურადღებით უსმენენ, რას ამბობს მათი შინაგანი ინტუიცია ცხოვრების შესახებ. ეს ადამიანები გონებაგახსნილები არიან და გამუდმებით ეძებენ გზებს კეთილდღეობისა და საკუთარ თავთან და სხვებთან კავშირის გასავითარებლად.