"ფარმადეპო" 14 წლისაა - რა ფასდაკლებები და აქციები გელოდებათ ბრენდისგან - Marao

"ფარმადეპო" 14 წლისაა - რა ფასდაკლებები და აქციები გელოდებათ ბრენდისგან

2023-05-05 10:25:39+04:00

5 და 6 მაისს ბრენდის 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლებები და აქციები დახვდებათ "ფარმადეპოს" ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

2 დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება კოსმეტიკის 20-ზე მეტ რჩეულ ბრენდებზე, როგორებიცაა: "ტოპიკრემი", "ისისფარმა", "ვიში", "ლაროში" და სხვა მოთხოვნადი ბრენდები. 

საუკეთესო ფასის შეთავაზება იმოქმედებს გერმანული, უმაღლესი ხარისხის ბრენდის, როსმანის პროდუქციაზე, როგორებიცაა: "ისანა", "ბეიბი დრიმი" და "ალტერა". 

50%-მდე ფასდაკლებები გავრცელდება ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე. ასევე დაგხვდებათ საუკეთესო ფასები მედიკამენტებზე, აქციები და სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა კატეგორიის პროდუქტებზე -  კვებასა და მოვლაზე. 

35-40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს სამედიცინო ტექნიკასა და სათამაშოებზე.  

ორივე დღეს "ფარმადეპოში" მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ოფთალმოლოგის კონსულტაცია, დიაბეტის სკრინინგი, ქოლესტერინის მართვის პროგრამა,  ვიზაჟისტის მომსახურება. 

5 ივნისს "ფარმადეპოს" 2 აფთიაქში ბრენდები „სემპერი“ და „ნუტრიბენი“ საბავშვო ღონისძიებებს გამართავენ. აქ დაგხვდებათ: ანიმაციის გმირები, კარიკატურის მასტერკლასი ბავშვებისთვის, სახის მოხატვა, საჩუქრები და სადღესასწაულო განწყობა. 

30%-იანი ფასდაკლება და დამატებითი სიურპრიზები დახვდება მომხმარებლებს ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდ carter's-ისგან, ყოველ მე-10 მომხმარებელს გადაეცემა საჩუქარი, ხოლო მხოლოდ ვაჟა-ფშაველას 97-ში მდებარე "ფარმადეპოში" carter's-ის შენაძენზე მომხმარებლებს uriage-ის საბავშვო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცემათ.  

იხილეთ აქტივობების განრიგი:

5 მაისი

"ფარმადეპო" - დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი

15:00 სთ-დან - საბავშვო ღონისძიება "ნუტრიბენისგან": კარიკატურის მასტერკლასი; სახის მოხატვა, საჩუქრები.

"ფარმადეპო" - ვაჟა-ფშაველას გამზირი 39.

16:00 საათიდან - საბავშვო ღონისძიება "სემპერისგან": ანიმაციის გმირები, საჩუქრები.

"ფარმადეპო" - ლუბლიანას 11.

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია; დიაბეტის სკრინინგი; ქოლესტერინის განსაზღვრა; საჩუქრები carter's-გან.

"ფარმადეპო" - ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-4 კვარტალი.

19:00 საათიდან - "ფარმადეპოს" ახალი აფთიაქის გახსნის ღონისძიება. ცოცხალი მუსიკა, ფურშეტი, გათამაშება, საჩუქრები.

"ფარმადეპო" - "სითი-მოლი" - პეტრე ქავთარაძის 1

13:00 საათიდან - ბრენდ "მის ქეის" აქტივობა, სადღესასწაულო განწყობა.

"ფარმადეპო" - რუსთავი, შარტავას გამზ. 3.

დიაბეტის სკრინინგი; 16:00-დან მაკიაჟი - NOTE-ისგან ყოველ 30-ლარიან შენაძენზე.

"ფარმადეპო" - ი. ჭავჭავაძის გამზ. 24

სუკულენტები საჩუქრად 50-ლარიან შენაძენზე

R