„პირველი ცოლი, ქეთი, მოტაცებული ჰყავს და ერთხელ გეგასაც მოატაცებინა გოგონა... ამის გამო ვაკის მილიციაშიც გამომიძახეს“ - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი: რას ჰყვებოდა მამა შვილზე - Marao

„პირველი ცოლი, ქეთი, მოტაცებული ჰყავს და ერთხელ გეგასაც მოატაცებინა გოგონა... ამის გამო ვაკის მილიციაშიც გამომიძახეს“ - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი: რას ჰყვებოდა მამა შვილზე

2023-05-08 15:51:18+04:00

ირაკ­ლის და­ბა­დე­ბა

 - გა­ჩე­ნის პირ­ვე­ლი შან­სი, ირაკ­ლის, 1958 წლის 20 მა­ისს მი­ე­ცა, რო­დე­საც მე ნანა გა­ვი­ცა­ნი. მას­ში ჩარ­კვი­ა­ნე­ბი­სა და თო­ი­ძე­ე­ბის გე­ნე­ტი­კა ჩა­ი­დო. ირაკ­ლის დიდი ბა­ბუა, გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვა­რი მოსე თო­ი­ძე გახ­ლდათ, მა­მა­ჩე­მი - კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 14 წლის მან­ძილ­ზე საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პირი იყო. ირაკ­ლი თა­ვის რო­მან­ში წერს, - ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, მოსე-კან­დი­დი უნდა გა­მო­ვი­დე­სო. ირაკ­ლი 1961 წლის 19 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. ამ ქვე­ყა­ნას ძნე­ლად მო­ევ­ლი­ნა - მა­შე­ბით, თა­ნაც სა­ხე­ზე, ცალ მხა­რეს პა­რე­ზი­სა­გან ლოყა მოღ­რე­ცი­ლი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბაც და­ე­მარ­თა, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, "პე­ნი­ცი­ლინ­მა" გა­და­არ­ჩი­ნა. მე ექვს თვემ­დე ბავ­შვებს ხელ­ში ვერ ვიყ­ვან, მე­ში­ნია. 6 თვის მერე ირაკ­ლი თან­და­თა­ნო­ბით უკე­თე­სი შე­სა­ხე­დი გახ­და, ემო­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბიც და­ე­ტყო... ჩემს ოჯახ­ში ზოგს ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა ჰქონ­და, ზოგს - სა­ერ­თოდ არა, ამი­ტომ ირაკ­ლი რომ რა­ი­მეს წა­ი­ღი­ღი­ნებ­და, ჩუ­მად ვუს­მენ­დი - ძა­ლი­ან მინ­დო­და, მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი გა­მოჰ­ყო­ლო­და. მა­მა­ჩემს სმე­ნა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, დე­და­ჩემს კი - ბრწყინ­ვა­ლე. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, მაგ­რამ სწო­რედ მან მა­ზი­ა­რა ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას. როცა ირაკ­ლი 6 წლის შეს­რულ­და, დავ­წყნარ­დი, - მის­მა სიმ­ღე­რამ და­მარ­წმუ­ნა, რომ სმე­ნა ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კას თუ და­წერ­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

 

სკო­ლა და ოჯა­ხის გავ­ლე­ნა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე

- დის­ციპ­ლი­ნა და მომ­თხოვ­ნე­ლო­ბა ყვე­ლა სკო­ლა­შია, მაგ­რამ ბავ­შვებს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ არ­სე­ბობს ისე­თი სკო­ლე­ბი, სა­დაც არა­ფერს ითხო­ვენ (იცი­ნის). ირაკ­ლიმ 4 სკო­ლა გა­მო­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ცოდ­ნა და ჩვე­ვე­ბი ყველ­გან შე­ი­ძი­ნა. პირ­ვე­ლად ჩვენს მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სკო­ლა­ში წა­ვი­და. მა­შინ ვა­კე­ში ვცხოვ­რობ­დით, კი­ნო­თე­ატრ "ყაზ­ბე­გის" გვერ­დით. მუ­სი­კა­ზეც მი­ვა­ბა­რეთ, თუმ­ცა ზარ­მა­ცობ­და, ეტი­უ­დე­ბი­სა და გა­მე­ბის დაკ­ვრა ეზა­რე­ბო­და, მაგ­რამ როცა მე მუ­სი­კას ვწერ­დი, იდგა და ყუ­რა­დღე­ბით მის­მენ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში წერს: მა­მა­ჩე­მის მთე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, როკ-ოპე­რე­ბი, "ნარ­გი­ზა და ქალ­ბა­ტო­ნი ნელი", ჩემ თვალ­წინ იწე­რე­ბო­და, სრულ­დე­ბო­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონფრონ­ტა­ცი­ულ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენ­და. იმ დრო­ის, 1970-ია­ნე­ბის ჰი­პურ წლებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­ტრკულ­ტუ­რის კერა ჩემი სა­კუ­თა­რი სახ­ლი იყო და ჭეშ­მა­რი­ტი "ან­დერგრა­უნ­დი", თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბით ჩემს ოჯახ­ში იშ­ვაო. "ნარ­გი­ზა" ახლა წიგ­ნად გა­მო­ვი­და და დის­კიც მოჰ­ყვე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ირაკ­ლი­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია.

რე­ვო­ლუ­ცი­ურ-ახალ­გაზ­რდუ­ლი მუხ­ტის "აფეთ­ქე­ბა"

- ირაკ­ლი რა გზი­თაც აპი­რებ­და წას­ვლას, ამას მას მერე მივ­ხვდი, რაც მას­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი ვიგ­რძე­ნი. და­სა­წყის­ში ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მო­მარ­თუ­ლი. 13 წლის იქ­ნე­ბო­და, როცა ჩან­თა ჩა­ი­ლა­გა და ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ვა­რო, - გა­მო­მი­ცხა­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აღ­ვშფოთ­დი, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და წა­ვი­და. რე­ვო­ლუ­ცია აქე­დან იწყე­ბო­და, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცო­დი, რა გან­ხრით. თუ გინ­და, მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბას აუ­ჯანყდე, ჯერ მშობ­ლებს უნდა აუ­ჯანყდე (იცი­ნის). რო­დე­საც ირაკ­ლის და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, მივ­ხვდი, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და. მე­ლო­დია არ მახ­სოვს, მაგ­რამ მის პირ­ველ ან­სამ­ბლთან - "არიშ­თან" ერ­თად შე­ას­რუ­ლა. მა­შინ ირაკ­ლი 15 წლის გახ­ლდათ. როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ "არიშ­ში" უკ­რავ­და, რომ­ლის ბაზა რუს­თავ­ში გახ­ლდათ, მე და ნანა მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით და წა­ვე­დით, რომ გვე­ნა­ხა, ჩვე­ნი შვი­ლი სად და­დი­ო­და და რას აკე­თებ­და. კლუბ­ში სი­ტუ­ა­ცია მოგ­ვე­წო­ნა. მეც ჩემი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ოპუ­სე­ბი მაუდ-კამ­ვო­ლის კომ­ბი­ნა­ტის კლუბ­ში შევ­ქმე­ნი. ორ­კესტრს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და ამა­ში ფულს მიხ­დიდ­ნენ. მა­მა­ჩე­მი, რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ თან­ხას მაძ­ლევ­და, მაგ­რამ ეს არ მყოფ­ნი­და - მე და ნანა სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც გვჭირ­დე­ბო­და.

"არი­ში" და გას­ტრო­ლე­ბი

- ერთ დღეს ირაკ­ლიმ გა­მოგ­ვი­ცხა­და, გას­ტრო­ლე­ბი იწყე­ბაო. გული შე­მი­წუხ­და, - 15 წლის ბიჭი, გას­ტრო­ლზე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ იქ­ნე­ბო­და - მში­ე­რი, გა­დაღ­ლი­ლი და ა.შ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი დრო იყო, მა­ღა­ზი­ებ­ში ბევ­რი არა­ფე­რი იყი­დე­ბო­და, აქ ბა­ზარ­ში დავ­დი­ო­დით და ყვე­ლა­ფერს მზამ­ზა­რე­ულს მი­ვარ­თმევ­დით ხოლ­მე. მოკ­ლედ, მა­ინც წა­ვი­და. ზა­ფხუ­ლი იყო და წყნე­თის შემ­დეგ, ყო­ველ­თვის ზღვა­ზე მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით. თე­ო­ნა ხომ უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა და გზა­დაგ­ზა "არი­შის" აფი­შა ბევ­რგან შეგ­ვხვდა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გაგ­ვი­ხარ­და. მოკ­ლედ, გაგ­რა­ში ვართ პლაჟ­ზე და ვხე­დავ, ირაკ­ლი მო­დის. გამ­ხდა­რი და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი იყო. მივ­ხვდი, გა­დაღ­ლი­ლი და მში­ე­რი იყო (იცი­ნის). სად უნდა ჰქო­ნო­და იმ­დე­ნი დრო და ფული, რომ ისე­თი კვე­ბა ჰქო­ნო­და, რო­გო­რიც ოჯახ­ში?! საგ­ზუ­რი იქვე ავუ­ღე, ჩვენ­თან დავ­ტო­ვე და ცხა­დია, მო­მაგრდა კი­დეც. მოკ­ლედ, "არი­ში" ამით დამ­თავ­რდა.

ქუჩა და მო­დუ­რი მო­ტა­ცე­ბე­ბი

- არ ვიცი, რო­გო­რი იყო ირაკ­ლი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ შე­დე­გი შე­მიძ­ლია გი­თხრათ - 2-3-ჯერ სახ­ლში სა­შინ­ლად ნა­ცე­მი მო­ვიყ­ვა­ნეთ. ერთხელ, ირაკ­ლი და გეგა წყნე­თის კი­ნო­თე­ატ­რი­დან რომ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნა­ხევ­რად ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, სხე­ულ­ზე ერთი ად­გი­ლიც კი არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, გა­შა­ვე­ბულ-ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი რომ არ ჰქო­ნო­დათ. ზოგ­ჯერ მათი ქცე­ვა ალ­ბათ გა­მომ­წვე­ვი იყო. ისე­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახალ­გაზ­რდებ­ში შუ­რის მო­მენ­ტი­ცაა: ირაკ­ლი და გეგა გო­გო­ნებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და ალ­ბათ ჩხუ­ბე­ბის მი­ზე­ზი ესეც იყო. ამით ცოტა შეგ­ვა­წუ­ხა კი­დეც - მე­გობ­რებს გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და ხოლ­მე, ოღონდ - ძა­ლა­დო­ბა არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რა თქმა უნდა. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ცოლი ქე­თიც მო­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავს და ერთხელ, გე­გა­საც მო­ა­ტა­ცე­ბი­ნა გო­გო­ნა. ამის გამო ვა­კის მი­ლი­ცი­ა­ში გა­მო­მი­ძა­ხეს, სა­დაც იმ გო­გო­ნას საქმრო დამ­ხვდა. მაგ­რამ ირაკ­ლიმ არაფ­რით გვი­თხრა, სად იყ­ვნენ და გე­გას და იმ გო­გო­ნას მთე­ლი ღამე ვე­ძებ­დი ჩემი მან­ქა­ნით, მხატ­ვარ თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­თან ერ­თად და ბო­ლოს ახ­მე­ტა­ში, სას­ტუმ­რო­ში მი­ვა­გე­ნით. წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და რო­გორც ჰო­ლი­ვუდ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, ყვე­ლა­ფე­რი "ჰეფი ენ­დით" დას­რულ­და - შე­უღლდნენ. ირაკ­ლის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ამ­ბებ­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე ეს მო­ტა­ცე­ბე­ბი იყო. XX სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­რა­დიგ­მის გარ­ღვე­ვა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია, ქა­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბა ცოტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა. ეს რა­ღაც ეგ­ზო­ტი­კუ­რი ფორ­მა იყო და შე­იძ­ლე­ბა, გო­გო­ნებს მოს­წონ­დათ კი­დეც (იცი­ნის).

1980-ია­ნე­ბი და ირაკ­ლის პო­ე­ზია

- ეს ის დროა, რო­დე­საც ირაკ­ლის უკვე პო­ე­ზია იტა­ცებს. მისი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი რომ ნა­ხოთ, ლექ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბაც სწო­რედ მა­ში­ნაა და­წე­რი­ლი, როცა იგი 18-19 წლის იყო, თა­ნაც - კლა­სი­კურ სტილ­ში, რით­მი­ან, გულ­წრფელ ლექ­სებს წერ­და, მაგ­რამ ჩვენ ეს ჯერ არ ვი­ცო­დით. თე­მა­ტი­კა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო - სიყ­ვა­რუ­ლიც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც, ცოტა ნარ­ცი­სიზ­მიც (იცი­ნის). შემ­დეგ, მო­თხრო­ბე­ბის წე­რაც და­ი­წყო და პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ და­ი­ბეჭ­და კი­დეც, იყო - "ცალ­ფეხ­შიშ­ვე­ლი ბავ­შვი", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირაკ­ლის მა­მა­ჩემ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო და ყვე­ლა­ზე მეტ დროს ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ატა­რებ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით კი და­სას­ვე­ნებ­ლად ყო­ველ­თვის ლი­კან­ში მიჰ­ყავ­დათ ხოლ­მე. მოკ­ლედ, ირაკ­ლი კან­დიდ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო. მისი ხე­ლის სით­ბო ახ­სოვ­და და ამას მო­თხრო­ბა­შიც წერს, სა­დაც ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი ბა­ბუა, სწო­რედ ბა­ბუა კან­დი­დის ბევ­რი თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­ვე, ბი­ძია მე­რა­ბი. პერ­სო­ნა­ჟე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შექ­მნა. სხვა­თა შო­რის, მე­ფო­ბის მო­მენ­ტი ამ მო­თხრო­ბა­ში­ცაა, ოღონდ - თა­ვი­სე­ბუ­რა­დაა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში მისი მხატ­ვრუ­ლი ინ­ტე­რე­სი მთლი­ა­ნად ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­და­ერ­თო, მუ­სი­კას ნაკ­ლე­ბად წერ­და, მაგ­რამ ის, რაც ირაკ­ლიმ მერე შექ­მნა, ორი­ვეს სინ­თე­ზია. ზოგ­ჯერ მას მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ მომ­ღე­რა­ლი არ იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი ხმა ჰქონ­და - თა­ვი­სე­ბუ­რი და ცოტა ტრა­გი­კუ­ლიც. ირაკ­ლი იყო ავ­ტო­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კომ­პლექ­სუ­რად ქმნი­და დიდ ნა­წარ­მო­ე­ბებს და თვი­თონ­ვე ას­რუ­ლებ­და.

წაიკითხეთ სრულად