მუსიკოს გია დავითიანისა და ექიმ ეკა არჩვაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მათ ოჯახი 2021 წელს შექმნეს და ერთად ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას. პირადი ცხოვრების შესახებ ეკა არჩვაძე ჟურნალ „სარკესთან”ამბობდა:
„მე დიდი ხანი მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, საკუთარი პრობლემების თავად მოგვარებას. მაქვს სახლი, სამსახური, მყავს შვილები, რძლები, შვილიშვილები და მათზე ზრუნვაში გადიოდა დრო. რომ არა ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული, სუფთა გრძნობა და არა ანგარება, არანაირად არ ვიფიქრებდი ცხოვრების შეცვლას. ხალხი იცნობს გიას, როგორც კარგ მომღერალს, მეგობრების, სამშობლოს მოყვარულს. მე დავამატებდი, რომ საუკეთესო მეუღლეა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ქალისთვის მთავარია გრძნობდეს, რომ მისი მეუღლე, მისი მამაკაცი ყოველთვის გვერდით არის. მე ამას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად ერთად ყოფნა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ გია დღის განმავლობაში რამდენჯერმე მირეკავს, მკითხულობს” - ამბობდა ეკა არჩვაძე.
ამჯერად ეკა არჩვაძე მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს: „გია, გილოცავ, სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეები გქონდეს მუდამ, ყველაფერი საუკეთესო შენ“ - წერს ის.