ბუნებრივი ზეთები ატენიანებს თმას და მატებს მას ბზინვარებას, ხსნის ქავილს და ხელს უშლის სკალპის აქერცვლას, ახდენს თმის ზრდის ნორმალიზებას.
არგანის ზეთი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ზეთი, რომელსაც "თხევად ოქროს" უწოდებენ. არგანის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც მშრალი, უხეში და უმართავი თმის გაჯანსაღება შეუძლია. გაითვალისწინეთ, რომ არგანის ზეთი არის თმის შესანიშნავი დაცვა მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ზეითუნის ზეთი
გასაკვირია, რომ იგივე Extra Virgin ზეითუნის ზეთი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სამზარეულოში, შეიძლება გამოყენებულ იქნას თმის ღრმა დამატენიანებლად. სკალპის მასაჟი ზეითუნის ზეთით სტაბილიზდება და - იდეალურ შემთხვევაში - იმუშავებს სკალპის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, ხოლო თმის ზეითუნის ზეთით ვარცხნა მათ უფრო ელასტიკურს, რბილს და გლუვს გახდის.
ქოქოსის ზეთი
მას აქვს ძალიან ძლიერი აღდგენითი ეფექტი. ქოქოსის ზეთს აქვს E ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია, ასევე შეიცავს ლაურინის და კაპრინის მჟავებს, რომლებსაც აქვთ ანტიმიკრობული თვისებები. რეგულარულად შეიზილეთ სკალპში (რა თქმა უნდა, შემდგომი დაბანით).
როზმარინის ზეთი
დაზიანებული თმა ძალიან მგრძნობიარეა გარემოს ნეგატივის მიმართ - მტვერი, ჭვარტლი და ტოქსინები, რომლებიც მათზე ყოველდღიურად მოქმედებს. პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეთ როზმარინის ზეთი - მას აქვს შესანიშნავი გამწმენდი თვისებები და გარდა ამისა შეიცავს B ვიტამინს, რკინას და კალციუმს. როზმარინის ზეთი იდეალურია თხელი და მტვრევადი, გაყოფილი ბოლოების გასაძლიერებლად და ხელს უშლის თმის გათხელებას.