ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ მერლინ მონროს მესამე ქმარი არტურ მილერი (1955-დან 1959-მდე) თბილისში იყო ჩამოსული 1967 წელს, თუ რატომ და რა მიზნით სტატიაში შეიტყობთ.

არტურ მილერი სიცოცხლის ბოლომდე ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად მიიჩნეოდა, ამერიკელი დრამატურგი, ესსეისტი, მწერალი. წამყვანი ფიგურა იყო ამერიკულ ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში თითქმის 60 წლის განმავლობაში; დაწერილი აქვს დიდი რაოდენობით პიესა, რომლებიც სრულდება მსოფლიოს მრავალ სცენაზე. არც საქართველო იყო გამონაკლისი.
მისი პიესა „კომივოაჟერის სიკვდილი“ ციალა კარბელაშვილმა თარგმნა და ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა.1965 წელს რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუამ დადგა არტურ მილერის „სეილემის პროცესი"", ხოლო მისი სხვა პიესა, „ხედი ხიდიდან“ დადგა გორის თეატრმა 1968 წელს. 1967 წელს არტურ მილერმა და მისმა შემდგომმა მეუღლემ ინგე მორეტმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს.
წაიკითხეთ სრულად