„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – ყველაზე უფროსი, მარიამი, რომელიც 30 წლისაა, დედის გზას გაჰყვა და თავადაც სუხიშვილების მოცეკვავეა. მირიანი თეა დარჩიას მეორე შვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე იქორწინა. იონა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოამჟღავნა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაშიც ცეკვავს.
ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.
ამჯერად სოციალურ ქსელში თეა დარჩია სწორედ იოანას ფოტოებს აქვეყნებს. ქორეოგრაფის მეგობრები აღნიშნავენ, რომ გოგონა ძალიან ჰგავს დედას და მასაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.