უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ამა თუ იმ ამულეტს შეუძლია დაიცვას ადამიანი ფაქტობრივად ყველაფრისგან და თითოეული მათგანი განსხვავებულად მოქმედებდა: ზოგს სიყვარულის მოზიდვა შეუძლია, ზოგს კი განკურნება. ამულეტი ან ტალიმენი არაბულიდან ითარგმნება, როგორც ჯადოსნური გამოსახულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჯადოსნური ნივთი ეზოთერული ფორმულებით, დიაგრამებით ან სიმბოლოებით. ასეთი „ნივთები“ აძლევს ძალას და იცავს უბედურებისგან. მათ, როგორც წესი, ატარებენ კისერზე, ათავსებენ ბინის შესასვლელის ზემოთ ან მალავენ სპეციალურ ადგილებში.
ოცნების დამჭერი

ოცნების დამჭერი უძველესი სიმბოლოა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მოსახლეობის, ანუ ინდიელების ტრადიციებში გვხვდება. ბოროტი სულების გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ინდიელებმა შექმნეს ამულეტი და მას "ოცნების დამჭერი" უწოდეს. ის დღესაც ბევრ სახლში შეგიძლიათ ნახოთ. ამულეტის სიმბოლოს თავდაპირველი მისია იყო სახლის დაცვა ცუდი სიზმრებისგან.
წითელი ძაფი

წითელი ძაფი ჩვენთან იაპონური კულტურიდან შემოვიდა. აზიაში არსებობს რწმენა, რომ ორი ადამიანი დაკავშირებულია ბედის უხილავი წითელი ძაფით, რომელიც არასოდეს გაწყდება. წითელი ძაფი სხვა ქვეყნის ტრადიციებშიც გვხვდება. მაგალითად, ებრაელებს აქვთ ჩვეულება, სახელად სეგულა, როდესაც წითელ ძაფს ახვევენ მარცხენა მაჯაზე.
სამყურა

ბევრმა არ იცის, რომ ოთხფოთლიანი სამყურა ყველაზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში და ამიტომ ითვლება დიდი იღბლის სიმბოლოდ. ხალხი არაერთხელ დარწმუნდა მის წარმოუდგენელ შესაძლებლობებში. ფლორის იშვიათი ნიმუში გახდა რიტუალური მცენარე, რომელიც იზიდავს იღბლის ძალებს. ყველაზე მეტად, ირლანდიელებს, შოტლანდიელებსა და ინგლისელებს სჯეროდათ და დღემდე სჯერათ მისი ძალის.