რასაკვირველია, ურთიერთობის შენარჩუნება არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია:
იყავი განსხვავებული
კოკო შანელმა თქვა, ქალი შეუცვლელი რომ გახდეს, მუდმივად უნდა შეიცვალოს. ეს წესი ასევე მუშაობს მარტოხელა მამაკაცთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არა მხოლოდ იმიჯის რეგულარულ ცვლილებას ეხება. იყავი განსხვავებული - შეყვარებული, რომელიც სექსუალური სიამოვნებით არის შეპყრობილი, გულმოდგინე დიასახლისი, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახურ ცხოვრებაზე, ამაყი და შეუვალი პრინცესა… პროგნოზირებადობა შენი მთავარი მტერია, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ქალი, რომელსაც ქმარი იმდენად კარგად იცნობს, რომ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როგორ მოიქცევა და რას იტყვის ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ...
იყავი სანდო

ისე მოიქეცი, კაცმა იცოდეს, რომ რთულ დროს შეუძლია შენზე დაყრდნობა. აგრძნობინე, რომ შენ მის გვერდით ხარ არა მარტო სიხარულში, არამედ მწუხარებაშიც.
ნუ იქნები კაცის მეგობარი
დიდი ცდუნებაა გახდე კაცის ნამდვილი მეგობარი, ერთგული თანამებრძოლი, დაინტერესდე მხოლოდ იმით, რაც მას აინტერესებს. ერთი შეხედვით უწყინარი სურვილი შეიძლება პრობლემების წყარო გახდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთად აკეთებენ ყველაფერს, აღმოჩნდებიან იდენტური შეგრძნებების სამყაროში: ისინი მალე ამოწურავენ ყველა სასაუბრო თემას და აღარაფერი ექნებათ ერთმანეთთან სალაპარაკო.