მსოფლიოს ისტორიაში, ხელოვნებაში, პოლიტიკასა თუ სხვა სფეროში არაერთი ქალის სახელი და გვარი არა მხოლოდ პროფესიული წარმატების, არამედ განსაკუთრებული გარეგნობის გამოც ჩაიწერა. ალბათ, წარმოუდგენელია, ვინმემ მერლინ მონროს, სოფი ლორენისა თუ ოდრი ჰეპბერნის სახელები არ იცოდეს ან ერთხელ მაინც არ ჰქონდეს გაგებული. ქვემოთ თქვენ ამ და კიდევ სხვა ვარსკვლავების იშვიათ ფოტოებს ნახავთ და შეიძლება მათი ცნობაც კი გაგიჭირდეთ:
დემი მური

ახალგაზრდობაში დემი პიკანტურ ფოტოგადაღებებში ხშირად მონაწილეობდა. კამერის წინ გაშიშვლება მომავალი ვარსკვლავისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მსახიობმა საკუთარი კარიერა თავისი ქალაქის ბარში მოცეკვავეობით დაიწყო. ის შესაშური გამძლეობითა და მონდომებით ადიოდა ჰოლივუდის მწვერვალზე. დღეს კი მისი სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ჯეინ ბირკინი და ბრიჯიტ ბარდო

ჯეინ ბირკინი და ბრიჯიტ ბარდო პოლიტიკით იყვნენ გატაცებული. პირველ ფოტოზე მეგობრები პოლიტიკური თვითგანათლების წრის შეხვედრაზე მიიჩქარიან, მეორეზე კი - ისინი ფილმ "დონ - ჟუანის" (1973) გადასაღებ მოედანზე არიან. ფილმში მეგობრებმა უჩვეულო ამპლუა მოირგეს.
მერლინ მონრო

მერლინი იმდენად პოპულარული იყო, რომ მისნაირ გოგოსთან შეხვედრაზე ყველა მამაკაცი ოცნებობდა. თავისი მადისაღმძვრელი ფორმების წყალობით, მსახიობმა 1952 წელს "მის ამერიკის" კონკურსში გაიმარჯვა. მერლინი ყოველთვის თამამ ჩაცმულობას ამჯობინებდა, თუმცა მაინც ისეთ სამოსს არჩევდა, რომელიც მას იდუმალებას უნარჩუნებდა.
ოდრი ჰეპბერნი

ბრიტანელი მსახიობი გამხდარი და მოხდენილი იყო. ფილმების "როგორ მოვიპაროთ მილიონისა" და "საუზმე ტიფანისთან" ვარსკვლავმა მაყურებელი თავისი სილამაზით პირველივე გამოჩენისთანავე მოხიბლა. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ოდრი ამერიკული კინოს დიდებულ მსახიობებს შორის საპატიო, მესამე ადგილზე დაასახელა.
იხილეთ სრულად