წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც სამოდელო სფეროში საქმიანობს და საკმაოდ წარმატებითაც. ის ასევე ცნობილი მოდელისა და სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებლის, ნინა ცქიტიშვილის ქალიშვილია. თაკო ადრეული წლებიდანვე აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა ჩვენებასა და გადაღებაში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. ამ ეტაპზე კი, სამოდელო კარიერის პარალელურად, საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს.
თაკოს რჩეული უკვე რამდენიმე წელია ოთო ხუროძეა. წყვილმა დღეს, იტალიაში, San Salvatore ai Monti-ში დაიწერა ჯვარი. საქორწინო ცერემონიას მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
თაკოს ამერიკელი დიზაინერის, Vera Wang-ის დიზაინით შექმნილი უმშვენიერესი კაბა ეცვა. კაბა სადა და დახვეწილია, მხარზე კი ყვავილის ფორმის დეტალი ამშვენებს.







