უკრაინელმა მოდელმა ალინა ბაიკოვამ 2023 წლის კანის კინოფესტივალზე თამამი განცხადება გააკეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ალინას წითელ ხალიჩაზე მოკლე კაბა ეცვა წარწერით: "F*** YOU PUTIN”.
34 წლის მოდელი ადგილიდან დაცვის ხუთმა თანამშრომელმა გაიყვანა.

პარასკევს, ირანში დაბადებულმა მოდელმა მაჰლაღა ჯაბერიმ მკაცრი პოლიტიკური განცხადება გააკეთა ირანში მასობრივი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.
ჯაბერი წითელ ხალიჩაზე შავი კაბით გამოჩნდა, თუმცა ხალხს ყურადღება საყელომ მიიქცია, რომელიც მის კაბაზე მარყუჟის სახით იყო მიმაგრებული.
