„დიახ, იყო ღალატის შემთხვევები, მაგრამ მე ამით არ ვამაყობ, მე ჩემი შეყვარებული კი არა, საკუთარი თავი მოვატყუე“ - თურქი ვარსკვლავის, ნესლიჰან ათაგულის ცხოვრება და დრამა - Marao

„დიახ, იყო ღალატის შემთხვევები, მაგრამ მე ამით არ ვამაყობ, მე ჩემი შეყვარებული კი არა, საკუთარი თავი მოვატყუე“ - თურქი ვარსკვლავის, ნესლიჰან ათაგულის ცხოვრება და დრამა

2023-05-30 11:13:44+04:00

ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი თურ­ქე­თის ერთ-ერთი ვარ­სკვლა­ვია. მსა­ხი­ობ­მა დრა­მა­ტულ სე­რი­ა­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არა­ნაკ­ლე­ბი დრა­მა აქვს.

  • ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი

ნეს­ლი­ჰა­ნის დედა ბე­ლა­რუ­სია, მამა კი - ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზი. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხი ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს მო­მავ­ლის სა­ძი­ებ­ლად თურ­ქეთ­ში წა­ვიდ­ნენ. სწო­რედ იქ, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი.

ნეს­ლი­ჰა­ნის მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­დნენ მის შე­მოქ­მე­დე­ბით გზას. სწო­რედ მათ და­არ­წმუ­ნეს მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, რომ შე­ეძ­ლო კი­ნოს სამ­ყა­როს და­პყრო­ბა. "მსა­ხი­ო­ბო­ბა რვა წლის ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე. ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით და მერე მა­მას ვუ­თხა­რი, რომ მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა: "შე­გიძ­ლია, ქა­ლიშ­ვი­ლო". რო­დე­საც 13 წლის ვი­ყა­ვი, ვი­პო­ვე სამ­სა­ხი­ო­ბო სა­ა­გენ­ტოს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დი. ყვე­ლა დე­ტა­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ დე­დას ვთხო­ვე, სა­ა­გენ­ტო­ში წა­ვეყ­ვა­ნე“, - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 ათა­გულ­მა პირ­ვე­ლი რო­ლე­ბი რეკ­ლა­მებ­სა და მინი-სე­რი­ა­ლებ­ში ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს მი­ი­ღო, თუმ­ცა ამას დიდი წარ­მა­ტე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. მსა­ხი­ო­ბი 16 წლის ასაკ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში - "ფო­თოლცვე­ნა" გა­მოჩ­ნდა. მან მა­შინ­ვე და­ი­პყრო მა­ყუ­რე­ბ­ლის გული. კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლავს დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა "სტამ­ბო­ლის ორი სახე“ მო­უ­ტა­ნა.

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ნეს­ლი­ჰა­ნი თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. "არა მგო­ნია, რომ ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო კა­დირ­თან, მაგ­რამ მა­შინ­ვე არ მიგ­რძნია რა­ღაც. გრნო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვი­და”, - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 2014 წელს დას­რულ­და. მა­შინ ჯერ კი­დევ 22 წლის იყო და უკვე პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალ­ზე. მსა­ხი­ობ­მა გა­და­წყვი­ტა, კა­რი­ე­რა­ში დიდი შეს­ვე­ნე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა და კი­დევ ერთ პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში, "შავი სიყ­ვა­რუ­ლი“ ითა­მა­შა.

ის ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ რო­ლებ­ზე ოც­ნე­ბობს: "სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი ჯო­კერს. ამ როლ­ზე დიდი ხა­ნია ვოც­ნე­ბობ! მინ­და ვნა­ხო ჩემი თავი ახალ ამ­პლუ­ა­ში. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ და ჩემს საქ­მეს ყო­ველ­თვის კარ­გად ვა­კე­თებ“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ვარ­სკვლავ­მა.

სხვა­თა შო­რის, "შავი სიყ­ვა­რუ­ლის“ გა­და­ღე­ბე­ბი­სას პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი ნეს­ლი­ჰა­ნი­სა და ბუ­რაქ ოზჩი­ვი­ტის რო­მა­ნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დი მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა. 2016 წელს მსა­ხი­ო­ბი და­ქორ­წინ­და ქა­დირ დო­გუ­ლუ­ზე.

  • მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ცოლი თუ ბედ­ნი­ე­რი საყ­ვა­რე­ლი?

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ნეს­ლი­ჰან­სა და ქა­დირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის შორს იყო იდე­ა­ლუ­რის­გან. ათა­გულ­თან შეხ­ვედ­რამ­დე დო­გუ­ლუს მა­ჩოს რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. თა­ვად მა­მა­კაც­მა აღი­ა­რა, რომ ის ქა­ლებს ატყუ­ებ­და, თუმ­ცა ასე­თი საქ­ცი­ე­ლი შეც­დო­მად მი­აჩ­ნდა. "დიახ, იყო ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ მე ამით არ ვა­მა­ყობ. მე მჯე­რა, რომ მო­ვა­ტყუე სა­კუ­თა­რი თავი და არა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი", - აღი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა.

წაიკითხეთ სრულად