ალ პაჩინო და 29 წლის ნურ ალფალა პირველ შვილს ელოდებიან. ისინი ერთმანეთს 2022 წლის აპრილიდან ხვდებიან. ცოტა ხნის წინ პაჩინოს დიდი ხნის მეგობარი, 79 წლის რობერტ დე ნირო, მამა მეშვიდედ გახდა. ბავშვი მისმა რჩეულმა ტიფანი ჩენმა გააჩინა.
ალფალა მდიდარი ოჯახიდანაა. ის ბევერლი ჰილზში დაიბადა და UCLA-ს კინოსა და ტელევიზიის სკოლაში სწავლობდა. 2017 წელს 22 წლის აფალამ რომანი 74 წლის მიკ ჯაგერთან გააბა. მიკთან დაშორების შემდეგ კი 91 წლის მსახიობსა და რეჟისორ კლინტ ისტვუდს ხვდებოდა.
