ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში ირაკლი მაქაცარიამ გააზიარა. როგორც ირაკლი წერს, მათ 2 ივნისს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს.

წყვილმა 2022 წლის ზაფხულში იქორწინა, ჯვარი კი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. ლიზამ და ირაკლიმ ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ აცნობეს, როცა კადრები საორსულო ფოტოსესიიდან გამოაქვეყნეს.