ცნობილი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ერთი წელია, როგორც ქართველ, ისე იტალიელ გულშემატკივარს მუდმივად ანებივრებს საკუთარი წარმატებებით. ამჯერად კი მას სერია A-ს ბოლო მატჩის წინ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

ცერემონია საზეიმო ვითარებაში ჩატარდა, სადაც ხვიჩას საცოლე ნიცა თავაძეც იმყოფებოდა. ნიცამ ხვიჩას სიხარული გაიზიარა და სტადიონზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

დაჯილდოების ცერემონიალს ხვიჩას დედა, მაკა ლუკავაც დაესწრო.

კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.
