საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. წყვილი სამეურნეო საქმიანობითაცაა დაკავებული და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ორი ვაჟი, თემო და თომა ჰყავთ. ამჯერად მაკა ჩიჩუა სწორედ შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ყველაზე მეტად იცი, რომელი მიყვარს, რომ მღერი? ლუი არმსტრონგს“ - ისმის ვიდეოში, უსაყვარლესი პატარა კი მუსიკოსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს ასრულებს.