გონჩა ვუსლატერი თურქულ სერიალში „დედა“ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. ცოტამ თუ იცის, რომ მას ქართული ფესვები აქვს.
გთავაზობთ მცირე დეტალებს მსახიობის ცხოვრებიდან:
1. დაბადება და ასაკი
გონჩა ვუსლატერი 1986 წლის 2 სექტემბერს ბურსაში დაიბადა. ის ამჟამად 36 წლისაა.
2. ოჯახი

მსახიობს უფროსი და და დედინაცვალი ჰყავს. გონჩას თურქული, ჩერქეზული, აფხაზური, ქართული და არაბული წარმომავლობა აქვს.
3. პროფესია
მან აღიარა, რომ პროფესიის არჩევაზე დედამ ძალიან დიდი გავლენა იქონია. სულ რაღაც 9 წლის იყო, როცა საბავშვო თეატრში თამაში დაიწყო.
4. პრიზები
კომედიურ სერიალში "Yalan Dünya" ორი განსხვავებული პერსონაჟის თამაშის შემდეგ მან "ოქროს პეპლის" ჯილდო მოიპოვა საუკეთესო კომედიური როლისთვის; ასევე - წლის საუკეთესო მსახიობის ჯილდო, სერიალისთვის "დედა".

5. პირადი
2015 წლის დეკემბერში მსახიობი ტექნიკოსსა და ხმის ინჟინერ ედიპ ბურაკ ერტოგანზე დაქორწინდა, მაგრამ წყვილი 2018 წელ ერთმანეთს დაშორდა..