რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
რამდენიმე თვის წინ რუსკამ საჯაროდ პირველად ისაუბრა საკუთარ პირად ცხოვრებაზე და თქვა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა რჩეულის ვინაობის გამხელა არ სურდა. აპრილის თვეში კი, საკუთარ დაბადების დღეზე, მას შეყვარებულმა ლაშა მოწონელიძემ ხელი სთხოვა. მაშინ წყვილი მეგობრებთან ერთად რომში იმყოფებოდა. ლაშა ბიზნესის სფეროშია დასაქმებული და რუსკაზე რამდენიმე წლით უფროსია.
8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. რუსკამ ე.წ. ქალთევზას ფორმის საქორწილო კაბა მოირგო, მისმა რჩეულმა კი არჩევანი კლასიკურ სამოსზე შეაჩერა. მათ ჯვარი დაიწერეს, მოგვიანებით კი მეგობრებსაც უმასპინძლეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
საღამო სავსე იყო მუსიკით, ცეკვითა და გართობით. მოგვიანებით წყვილმა ტორტიც გაჭრა, კადრები კი რუსკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა.