ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას - Marao

ჭამ და იკლებ - 10 საკვები, რომლებიც კალორიებს წვავს და დიეტის გარეშეც ამცირებს წონას

2023-06-09 12:14:44+04:00

ეს 10 საკვები დაგეხმარებათ დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე მათი ჭამისას მიიღეთ. ისინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას იწვევს. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ ისინი და პარალელურად წონაში დაიკლოთ.

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი აჩქარებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ მეტი კალორიის დაწვაში. ეს ხილი ძალიან დაბალკალორიულია და დიდი ხნით ანაყრებს. ზოგიერთი ცნობით, დღეში 1 გრეიპფრუტის მირთმევით, 14 დღეში 3-4 კგ-ს დაიკლებთ. რა თქმა უნდა, ამ დროს ფუნთუშებსა და ცხიმოვან საკვებს არ უნდა მიეძალოთ. გრეიპფრუტი მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას. ამ ხილის ჭამით დამატებითი ბონუსად ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას მიიღებთ. გრეიპფრუტი ასევე ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

გრეიპფრუტის კალორია 100 გ-ში: 29 კკალ

  •  როგორ გამოვიყენოთ

გრეიპფრუტი გემრიელია და პირდაპირ შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ მწარედ მოგეჩვენებათ, დაამატეთ ის ხილის სალათას ან სმუზი და ფრეში მოამზადეთ ამ ხილის ბაზაზე.

ვისთვის არ შეიძლება?

წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებისთვის; ჰიპერტონიული პაციენტებისთვის, რომლებიც წნევის მარეგულირებელ წამლებს იღებენ. ქალებისთვის, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამენ და მათთვის, ვინც ჰორმონალურ მკურნალობას გადის.

ნიახური

რა არის ნიახურის საიდუმლო? ის, რომ მისი ღეროების მონელება გაცილებით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე თავად შეიცავს. კიდევ ერთი არგუმენტი ნიახურის სასარგებლოდ არის ის, რომ მისი რეგულარული გამოყენება სხეულის უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. ვინაიდან ნიახური ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალების ღირებული წყაროა, ის ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი დამატებაა. მაგრამ წონის სწრაფი დაკლებისთვის მხოლოდ ნიახურის ჭამა არ არის რეკომენდებული, რათა არ დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა.

ნიახურის კალორიული შემცველობა 100 გ-ზე: 29 კკალ

  • როგორ გამოვიყენოთ?

ნიახური ძირითადად წყლისგან შედგება, ამიტომ მისგან შესანიშნავი წვენები და სმუზი მზადდება. სასარგებლოა მისი დამატება სალათებში, ნიახური შეიძლება გამოაცხოთ ღუმელში და დაუმატოთ სადილებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ეფექტს ნედლი ნიახურისგან მიიღებთ.

ავოკადო

ავოკადო წვავს კალორიებს. დიახ, ეს ხილი თავისთავად საკმაოდ კალორიული და ცხიმიანია, მაგრამ საიდუმლო იმაშია, რომ მასში შემავალი მონოუჯერი ცხიმები იმდენად ასტიმულირებს აჩქარებულ მეტაბოლიზმს, რომ ავოკადოს ცხიმების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ „დამწველად“ აქცევს. ავოკადოს რბილობი იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ რამდენიმე ლუკმის შემდეგაც კი ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას ტოვებს (იმ პირობით, რომ ნელა დაღეჭავთ).

ავოკადო უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს. ავოკადოსგან მიღებული სასარგებლო ცხიმები შესანიშნავია თმის ხარისხისთვის.

კალორიები 100 გ-ზე: 208 კკალ

  • როგორ გამოვიყენოთ?

ავოკადოს მიღებისთვის საუკეთესო დრო დილაა. საუზმედ ნახევარი საშუალო ზომის ავოკადო პომიდორთან და ზღვის მარილთან ერთად მიირთვით. არსებობს ავოკადოს სმუზის რეცეპტები, მათ შორის მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. თუ არ მოგწონთ ავოკადო სუფთა სახით, შეგიძლიათ ის ბოსტნეულის და ხილის სალათებშიც დაამატოთ. შეიძლება ავოკადოსა და ქათმის კომბინაცია სალათებში ან სენდვიჩებში მოგეწონოთ.

ვისთვის არ შეიძლება?

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების მქონე პირებისთვის მწვავე ფაზის დროს. ასევე, გახსოვდეთ, რომ ავოკადოს კურკა და ფოთლები ტოქსიკურია.

მთლიანი მარცვლეული

მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ მთლიანი მარცვლეული ბევრად უფრო სასარგებლო და ჯანსაღი საკვებია, ვიდრე რაფინირებული მარცვლეული. ამიტომ მათ ბევრ თანამედროვე დიეტაში შეხვდებით. შეცდომით მიჩნეულია, რომ მთლიან მარცვლეულში დაუქუცმაცებელი მარცვალი იგულისხმება და არა ფანტელი. სინამდვილეში, მთლიან მარცვლეულში იგულისხმება მარცვლეული, რომელიც ყველა ძირითად ბუნებრივ კომპონენტს შეიცავს (მათ შორის, ქატოს) იმავე რაოდენობით და მოცულობით, როგორც ბუნებრივ მარცვალშია. ტერმინი ამერიკელ დიეტოლოგებს ეკუთვნით, რამაც თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია წარმოშვა. "მთლიანი მარცვლეული" ბუნებრივი მარცვლეულია, რომელმაც შეინარჩუნა შემადგენლობა, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება გადამუშავდეს ფანტელებად ან თუნდაც ფქვილად. ამიტომ დააკვირდით წარწერას.

წაიკითხეთ სრულად