ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის ხაზის შექმნას აპირებს - მომღერალმა ამის შესახებ უცხოურ პრესასთან ისაუბრა.
ნუცას თქმით, სურს, რომ ტანსაცმლის კოლექცია სამკაულებით და პარფიუმერიით გააფართოოს, რადგან თვლის, რომ მისი სტილის შეგრძნების გამო მოწონება დაიმსახურა. მისი სლოგანი კი Nuts for Nutsa იქნება.
მომღერალმა ასევე American Idol-სა და იქ შეძენილ მეგობრებზე ისაუბრა:
„არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო American Idol-ს. ეს იყო უდიდესი მღელვარება და იქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს ცხოვრებაში. ლაიონელ რიჩი, კეტი პერი, ლუკ ბრაიანი, ადამ ლამბერტი და კაილი მინოუგი. მათი მენტორობა ქართველი გოგონასთვის ოცნება იყო”, - აღნიშნა ნუცამ.

