"ჯორჯს 35 წლის ასაკში შევხვდი და ძალიან მალე მივხვდი, რომ მის გარეშე ძილიც აღარ შემეძლო, ჯორჯის არყოფნა მოსვენებას მიკარგავდა. ხუთი წლის შემდეგაც კი არაფერი შეცვლილა, ის ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც გაცნობის დღიდან ვაღმერთებ და რომლის ღიმილიც დღემდე მადნობს. ჩემო სიყვარულო, შენთან ის სიყვარული ვიპოვე, რომლის არსებობისაც ყოველთვის მჯეროდა. შენი ყურება ჩვენს შვილებთან, ელენთან და ლექსანერთან ერთად, ცხოვრების საუკეთესო მომენტია. ვამაყობ შენით, ჩემო სიყვარულო და როდესაც ჩვენი შვილები გაიაზრებენ, როგორი საუკეთესო ხარ და რას აკეთებ ჩვენთვის, ისინიც ისე იამაყებენ შენით, როგორც ახლა - მე", - ამალ კლუნი.

ამაღელვებელია იდგე სცენაზე, მეუღლეს მილიონობით ადამიანის თვალწინ უყურებდე და ამ სიტყვებს ეუბნებოდე, თუმცა სიყვარული ხომ წარმოუდგენელ ნაბიჯებს გვადგმევინებს და იმას გვაკეთებინებს, რისი გაბედვაც გვიჭირს!
ამჯერად კლუნებზე უნდა გიამბოთ, ჯორჯისა და ამალის სიყვარულზე, რომელიც ზღაპრული ამბის რეალური ანალოგია. „ჩვენ არასდროს ვლაპარაკობდით ქორწინებაზე, უბრალოდ, ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთ დღეს მას მოულოდნელად შევთავაზე ცოლობა. პასუხის გასაცემად დიდი დრო დასჭირდა, 20 წუთი მუხლმოდრეკილი ვიდექი და მან საბოლოოდ მითხრა: კი", - ამბობს ჯორჯი CBS-თან საუბრისას. ხელის თხოვნიდან 5 თვეში ჯორჯი და ამალი დაქორწინდნენ, ქორწილი იტალიაში გადაიხადეს. ყველაფერი თეთრ და მწვანე ფერებში იყო გაწყობილი, საქორწილო სუფრა და სივრცე ვარდებით და პიონებით მორთეს. კლუნების გზა ქორწილამდე სწორედ იტალიაში, კომოს ტბაზე, 2013 წელს დაიწყო და ზღაპრული სცენარით განვითარდა.
2013 წელს, ჯორჯის და ამალის შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, ჰოლივუდი ახალ წყვილზე ალაპარაკდა. მომხიბვლელი ამალი კინოინდუსტრიის სიმპათიურ მსახიობთან რამდენჯერმე შეამჩნიეს, თუმცა ამბავი მათ ერთად ყოფნას არ ადასტურებდა. რთულია, ჟურნალისტებს რამე გამოაპარო, გაცნობიდან რამდენიმე თვეში, წყვილი ლონდონის ქუჩებში შენიშნეს და მათი რომანიც გასაჯაროვდა. 2014 წელს, გაცნობიდან ერთ წელში, ნიშნობის ამბავი გახდა ცნობილი, 7 სექტემბერს ახლობლებთან ერთად ჯორჯმა და ამალმა იტალიაში ლამაზი ნიშნობა გადაიხადეს.
კლუნების ფანები მათ უეცარ, ქარივით დაწყებულ სიყვარულს არ იჯერებდნენ.
"მივესალმოთ ბედნიერ წყვილს" - ჟურნალ-გაზეთებში მათი ქორწილის ფოტოებიც გამოჩნდა, 27 სექტემბერს ჟურნალ „ჰელოუს“ გარეკანი ამალმა და ჯორჯმა დაამშვენეს, ფიცი გაცვალეს და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ამალს ოსკარ დე ლა რენტას უმშვენიერესი მაქმანიანი კაბა ეცვა, ჯორჯს კი - არმანის შავი სმოკინგი.
წაიკითხეთ სრულად