„ილოს შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი… მერე იყო ჩელე, რომლის გარდაცვალებამაც ყველაფერი თავზე ჩამომანგრია, ჩემი მესამე შვილის მამა ძალიან დამეხმარა გამხსენებოდა, რა არის საკუთარი თავის სიყვარული...“ - ნელი აგირბა - Marao

„ილოს შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი… მერე იყო ჩელე, რომლის გარდაცვალებამაც ყველაფერი თავზე ჩამომანგრია, ჩემი მესამე შვილის მამა ძალიან დამეხმარა გამხსენებოდა, რა არის საკუთარი თავის სიყვარული...“ - ნელი აგირბა

2023-06-14 10:39:36+04:00

"ჩემი პი­როვ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის "ნაკ­რე­ბია", ვი­საც შევ­ხვედ­რი­ვარ. ცხოვ­რე­ბის გზას ყუ­რა­დღე­ბით რომ ჩავ­ყვე, ბევრ ადა­მი­ანს გა­ვიხ­სე­ნებ. რაც უფრო მე­ტად ვსწავ­ლობ და ვაკ­ვირ­დე­ბი პი­როვ­ნე­ბას, მას­ში მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ნელი აგირ­ბა და იმ ადა­მი­ა­ნებს იხ­სე­ნებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მოახდი­ნეს.

ოჯა­ხი

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია (პო­ზი­ტი­უ­რად თუ ნე­გა­ტი­უ­რად). ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მაჩ­ვე­ნა, მას­წავ­ლა და ჯერ კი­დევ მას­წავ­ლის.

დიდ­წი­ლად, ჩემი ახ­ლან­დე­ლი ფორ­მა მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ასაკ­ში ისი­ნიც სხვა­ნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ და მეც სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი. მათი ფრა­ზე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი, რე­აქ­ცი­ე­ბი სულ თან მდევს. 13 წლის ვი­ყა­ვი, ეგზისტენ­ცი­ა­ლუ­რი მძაფ­რი ტკი­ვი­ლი რომ მქონ­და. სა­შინ­ლად მტკი­ო­და უპა­სუ­ხო შე­კი­თხვე­ბი: ვინ ვარ, რა­ტომ ვარ, სა­ი­დან ვარ?.. ერთხელ დე­დას ვკი­თხე, ცხოვ­რე­ბის აზრი რა არის-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, - ცხოვ­რე­ბის აზრი თა­ვად ცხოვ­რე­ბა არი­სო. მა­შინ ნათ­ქვამს ვერ მი­ვუხ­ვდი და ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ძებ­ნა ისევ წიგ­ნებ­ში გან­ვაგ­რძე, ბევრ ფი­ლო­სო­ფი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დი. ბოლო წლე­ბია, რაც მივ­ხვდი, რა მი­თხრა. თა­ვად შენ­ში შიგ­ნით ძი­ე­ბის გა­რე­შე, მსგავს შე­კი­თხვებ­ზე პა­სუხს გა­რეთ ვერ იპო­ვი; შენ­ში თუ მო­ი­ძიებ, მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი ხდე­ბა და ერ­თი­ა­ნად ცხად­დე­ბა. მად­ლო­ბა დე­დას მა­შინ და მად­ლო­ბა მას ახლა.

 მა­მას ბევ­რი შიში ჰქონ­და და ის ში­შე­ბი მეც გად­მო­მე­დო; წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რე. ბო­ლოს გა­იფ­ცქვნა 4 წლის ასა­კი­დან ჩარ­ჩე­ნი­ლი ფრა­ზე­ბიც კი, რო­მ­ლებიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაპ­როგ­რა­მებ­და.

- მა­მას ამ თე­მა­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­დი?

- არა, მის­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კი. სა­უ­ბა­რი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ გა­უ­გო და მიხ­ვდე, რომ სა­პა­ტი­ე­ბე­ლიც არა­ფე­რია. პლა­ტო­ნი ერთ-ერთი მებ­რძო­ლის ამ­ბავს ჰყვე­ბა, რო­მე­ლიც სა­ი­ქი­ო­დან ბრუნ­დე­ბა. იქ აჩ­ვე­ნე­ბენ, რა ხდე­ბა, რო­გორ ხდე­ბა სუ­ლე­ბის და ცხოვ­რე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა; ეს სამ­ხედ­რო ნა­ნახს უყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნებს. მო­ნა­თხრობ­ში ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, სა­დაც ამ­ბობს: მე­ო­რე ეტაპ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ჩევთ თქვენს ბედს და თქვენს დე­მო­ნებ­საც. ადრე ისი­ნი გირ­ჩევ­დნენ, ახლა თქვენ ირ­ჩევთ, ღმერ­თს რომ აღა­რა­ფე­რი და­აბ­რა­ლო­თო. ასე რომ, მე ყვე­ლაფ­რის მად­ლი­ე­რი ვარ.

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ბე­ბია და ბა­ბუა, მათ­თან გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ვა­ტა­რე. კა­ცის მხრი­დან უფრო დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი, ტკი­ვი­ლი იყო, ქა­ლის მხრი­დან - მეტი სიბ­რძნე და მზრუნ­ვე­ლო­ბა.

პე­და­გო­გე­ბი

- ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თი­ნო დე­ვი­ძე იყო. პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა გან­ცდას­თან, - თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­ყა­ვი და ქარ­თულ სკო­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნეს. ამ დროს ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ სამი წი­ნა­და­დე­ბა ვი­ცო­დი: "ჩემი კარ­გი ბა­ბუა", "არ ვიცი" და "წყა­ლი მინ­და". მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ოც­რად მარ­ტი­ვად შე­მიყ­ვა­ნა სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ჩემ­ში მღელ­ვა­რე­ბა გა­აქ­რო, მერე პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია. მას შემ­დეგ დას­წავ­ლა შე­მიყ­ვარ­და. ეს უნა­რი ისე გან­მი­ვი­თა­რა, ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად ვსწავ­ლობ. მას მერე, რაც ბა­თუმ­ში გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ის ჩემი შვი­ლე­ბის პე­და­გო­გია. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი, კრე­ა­ტი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა.

მუ­სი­კა­ლურ­ში ზღაპ­რუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და: მუ­სი­კა, რო­გორც თა­მა­ში, ისე შე­მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა ნოტს თა­ვი­სი სახე და კოს­ტი­უ­მი ჰქონ­და, ასე გვას­წავ­ლიდ­ნენ. ვერა გა­ბაი სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გი იყო, ახლა ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს. ნო­ტე­ბი იყ­ვნენ პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ჩვენ მათ­თან ვურ­თი­ერ­თობ­დით. ისე ვის­წავ­ლე, ვერც მივ­ხვდი. კომ­პო­ზი­ცი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სოსო ბარ­და­ნაშ­ვი­ლი დაგ­ვსვამ­და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან და გვე­ტყო­და, აბა, და­უ­კა­რით, დათ­ვი რო­გო­რია? "ბაჯ-ბაჯ-ბაჯ" - ვუკ­რავ­დით, მერე ჩიტს ჩა­მო­აფ­რენ­და, მერე გვე­ტყო­და, - გა­ზა­ფხუ­ლი მო­ვი­დე­სო და ჩანჩქე­რი ჩა­მო­იშ­ხუ­ი­ლებ­და. ეკა ქი­ქა­ვას მე­ცა­დი­ნე­ო­ბით სამ ხმა­ში კარ­ნახს ვწერ­დით.

ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, მაშინ 2 წელი მუსიკალურში ვერ ვიარე, ბებიასთან ვცხოვრობდი, იქ კი ინსტრუმენტიც არ მქონდა. მასწავლებელმა სახლში მომაკითხა, ასე არ შეიძლებაო და სასწავლებელში წამიყვანა. გამიმართლა, ნინო ჩხაიძე იყო ახალი მასწავლებელი. მასთან მოვხვდი და საოცარი, ძალიან ღრმა სამყარო გაიხსნა. 5 საათი ვისხედით, ვუკრავდით, ვარჩევდით. თითქოს ვხედავდით, როგორ შევედით გამოქვაბულში, როგორ შემოვიდა ციცინათელა, ეს როგორი განცდაა და აბსოლუტურად სხვა განზომილება გაგვიხსნა; ეს იყო მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა...

მეორე ინსტრუმენტი არფა ავირჩიე, თბილისიდან ჩამოდიოდა ირინა მასწავლებელი და უკრავდა. ირინა ახლა ჩემი მეგობარია. საოცარი დედა ჰყავდა - ნუნუ ჩიგოგიძე. ძალიან სწრაფად შეეძლო, შენში სამყარო გადაეტრიალებინა, სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მისი სიტყვები მეხმარებოდა. მასთან შეხვედრა ცხოვრების საჩუქარი იყო.

ხატვის მასწავლებელ ნატო ჭკუასელთან ახლა ჩემი შვილები სწავლობენ. ის ზეციური არსებაა, ფერიაა. არ გვასწავლიდა, რა როგორ უნდა დაგვეხატა, გვასწავლიდა დამოკიდებულებას ხატვის მიმართ.

 თავიდან დაბადებები

- 15 წლის ასაკში მყავდა მეგობარი ბაადურ კორძაია. ის ჩემი ქიმიის მასწავლებლის შვილი იყო, ასაკით ჩემზე უფროსი. ეგზისტენციალური კრიზისის დროს ველაპარაკე და მითხრა, ეგ ყველაფერი გამოვლილი მაქვს, შენი ამბები დაწერე, მასწავლებელს წერილი გამოატანე და პასუხს მეც ამ ფორმით გამოგიგზავნიო. ჩემი მტკივნეული ძიებები მასთან დიალოგში გავატარე. ის რთულ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მხარდამჭერი იყო. მე რომ 17 წლის ვიყავი, ბაადურმა თავი მოიკლა. ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რთული პროცესები დაძრა. მანამდეც მქონდა სუიციდური წინასწარგანწყობები, უადგილობის განცდა, იყო შეგრძნებები, რომლებიც რეალობიდან მაგდებდა. მერე მეც თვითმკვლელობა ვცადე... ბაადური სულ ჩემთან იყო. რეალობის მიუღებლობა, ტკივილი, დედამიწის მოწყვეტილობა ძალიან კარგად გამაგებინა...

მერე ვიმკურნალე, უკიდურესად დავმიწდი და ისიც გავიგე, როგორია ზეცას მოწყვეტილობა, მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ცხოვრება. დიდი მადლობა ბაადურს, საკუთარი გზა რომ გამიზიარა.

მერე ჩემს ცხოვრებაში ილო ბეროშვილი გამოჩნდა. მთელი პერიოდი, სანამ ილოს შევხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოებისგან ამოვარდნილი ტიპი ვარ და ჩემი მდგომარეობა ყველასთვის არის ცუდი. პროტესტი კი მქონდა, ვამბობდი: თქვენ ხართ გიჟები, მე კი - არა, ასე ცხოვრება როგორ შეიძლება? სად იყურებით, საერთოდ რაზე ფიქრობთ?.. ილოს შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვიყავი. სანამ რამეს ვიტყოდი, ის ხვდებოდა, რას ვფიქრობდი. იცი, ეს უსიტყვო გაგება რამხელა შვება იყო? ბავშვის გაჩენა მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელი თუ გახლდათ, უეცრად ყველაფერი შეიცვალა. მერე ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სესილი, რომელმაც ყველაფერი ამოატრიალა, სხვა ადამიანებთან დამაახლოვა, მანამდე ცალკე მდგომი არსება ვიყავი. სესილიმ ჩემში ამპარტავნება შეამცირა, ზრუნვა მასწავლა, უფრო დიდი სიყვარულიც. ევას დაბადებას უკვე მშობელი შევხვდი...გაგრძელება