სანამ სახის ნიღბების გამოყენებას დაიწყებთ, ჯერ კანი სკრაბით უნდა გაიწმინდოთ. პილინგი აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, წმენდს და ხსნის ფორებს.
ბანანის და თაფლის ნიღაბი
ბანანი, ისევე, როგორც მრავალი ხილი, გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და ეხმარება თქვენს კანს დამშვიდებაში. თაფლი და საცხობი სოდა ცნობილია, როგორც გამონაყარის სამკურნალო საშუალებები.
ინგრედიენტები
• 1/2 მწიფე ბანანი
• 1 ჩაის კოვზი თაფლი
• 1 სუფრის კოვზი საცხობი სოდა
მომზადება და გამოყენება
ნახევარი მწიფე ბანანი გახეხეთ თაფლთან და სოდასთან ერთად. როდესაც ინგრედიენტები კარგად იქნება შერეული, ნაზად წაისვით სახეზე. დაიბანეთ მინიმუმ 10 წუთის შემდეგ.
შენიშვნა: თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, მოერიდეთ საცხობ სოდას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
ალოე ვერას ნიღაბი
• 1 კვერცხის ცილა
• 2 სუფრის კოვზი ახალი ალოე (ან მცირე რაოდენობით ალოე ვერას გელი)
მომზადება და გამოყენება
გაასუფთავეთ ალოე ვერას გამჭვირვალე, ჟელესებრი ნაწილი და შეურიეთ კვერცხის ცილას. წაისვით ნარევი თქვენს კანზე კოსმეტიკური ფუნჯით. ნება მიეცით, დაამშვიდოს კანი. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
მოჰიტოს ნიღაბი
ინგრედიენტები
• 1 კვერცხის ცილა
• კიტრი
• პიტნის ფოთლები
მომზადება და გამოყენება
ჩაყარეთ ყველაფერი ბლენდერში, სანამ არ გახდება გლუვი და შედგით მაცივარში 10 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე თითებით ან ფუნჯით. გაიჩერეთ კანზე 15 წუთის განმავლობაში.