თაროებსა და საგნებზე მტვერი არ ქმნის საუკეთესო შთაბეჭდილებას სახლის მეპატრონეებზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ სტუმრები ხშირად არ მოდიან თქვენთან, სველი წმენდა რეგულარულად უნდა ჩატარდეს - კვირაში ერთხელ მაინც. მტვრის გაწმენდით თქვენ მოიშორებთ თვალისთვის უხილავ ბაქტერიებს და მტვრის ტკიპებს.
გაწმენდიდან 5 წუთის შემდეგ ზედაპირზე მტვერი თავიდან ჩნდება. უნდა მოამზადოთ ხსნარი, რომელიც შედგება მხოლოდ ორი კომპონენტისგან.
დაგჭირდებათ:
• ქსოვილის დამარბილებელი;
• წყალი;
• სპრეის ბოთლი.
წყალს დაამატეთ ცოტა კონდიციონერი (1:4 თანაფარდობით), აურიეთ. ამ ნარევში დაასველეთ პირსახოცი და კარგად გაწურეთ. ჯადოსნური გამწმენდი ნარევი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილი, ან სპრეის ბოთლით დაასველოთ ზედაპირი და მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდოთ მშრალი ქსოვილით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გაწმენდის შემდეგ მტვერი დიდხანს არ შეგაწუხებთ.