ნიკოლოზ ცისკარიძემ სიმღერაზე Cabaret თავისი ოსტატობა გამოავლინა და საინტერესო წარმოდგენა დადგა.
რუსული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართა, ერთმანეთს სამი წყვილი (ევგენი პაპუნაიშვილი, ნატალია იონოვა), (მარატ ბაშაროვი და კრისტინა ასმალოვსკაია), (მარინა კიმი და ალექსანდრ ლიტვინენკო) ეჯიბრებოდა.
მსახიობმა მარატ ბაშაროვმა დედის გარდაცვალების გამო ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ასე რომ, გამარჯვებული ორ წყვილს შორის უნდა დასახელებულიყო. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად მომღერალი ნატალია იონოვა (გლუკოზა) და ევგენი პაპუნაიშვილი დასახელდნენ.
პარკეტზე ორიგინალური შოუ დადგა ჟიურის წევრმა, ბალერონმა ნიკოლოზ ცისკარიძემ. მან სიმღერაზე Cabaret თავისი ოსტატობა გამოავლინა და საინტერესო წარმოდგენა დადგა.
იხილეთ ვიდეო