"ლივ ტაილერი 12 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი სტივი იყო, დაბადების მოწმობაში კი დედის მეგობარი მამაკაცი ეწერა" - ემოციური ამბავი, როგორ იპოვა მან ნამდვილი მამა - Marao

"ლივ ტაილერი 12 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი სტივი იყო, დაბადების მოწმობაში კი დედის მეგობარი მამაკაცი ეწერა" - ემოციური ამბავი, როგორ იპოვა მან ნამდვილი მამა

2023-07-11 14:23:03+04:00

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღება ცნობილი კინოვარსკვლავის - ლივ ტაილერის შვილებმა მიიპყრეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ტაილერი სამ შვილთან ერთადაა, რომელთა აღზრდის გამო ჰოლივუდის ვარსკვლავმა კარიერაც კი დათმო.

ლივ ტაილერი 1977 წლის 1-ელ ივლისს ნიუ-იორკში დაიბადა. გოგონას მშობლები ყველასათვის ცნობილი მოდელი ბიბი ბიუელი და ჯგუფ „აეროსმიტის“ სოლისტი სტივენ ტაილერი არიან. საინტერესოა, რომ ლივის დაბადებისას ბიბი ფიქრობდა, რომ ცნობილი მომღერალი, რომელიც ალკოჰოლს და სხვა აკრძალულ ნივთიერებებსაც იღებდა, ვერ იქნებოდა კარგი მამა. ამიტომ ბავშვის დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში, მეგობარი მამაკაცი, მუსიკოსი ტოდ რანდგრენი მიუთითა.

პატარა ლივი ტოდთან იზრდებოდა, რომელმაც გოგონა საკუთარი შვილივით შეიყვარა. ლივი 12 წლის იყო, როცა სიმართლე გაიგო.

"თითქოს ვიცნობდი მამაჩემს, მის გვარსაც ვატარებდი - რანდგრენს, თუმცა როცა სტივი ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი. წამით არ ვშორდებოდი, ვცდილობდი, დამემახსოვრებინა ყველა დეტალი, როგორ ეცვა, მისი სურნელი... ამის შემდეგ როგორ არ უნდა მჯეროდეს სასწაულის?", - იხსენებს ლივ ტაილერი ბავშვობას.

როგორც თავად მუსიკოსმა აღნიშნა, ბავშვთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა, თუმცა მათ კავშირში მაშინ დარწმუნდა, როცა ლივი 8 წლის იყო. გოგონა ნამდვილ მამას ძალიან ჰგავდა.

12 წლის ასაკში კი, როცა ლივი Aerosmith-ის კონცერტს ესწრებოდა, კულისებში ორეულივით მსგავს გოგონას შეხვდა, რომელიც ლივის და აღმოჩნდა. ბიბი იძულებული გახდა, გოგონასთვის საიდუმლო გაემხილა.

ბავშვი ნამდვილი მამის გვარზე გადავიდა, თუმცა ტოდთან ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

წაიკითხეთ სრულად