კანის მოვლის რუტინა 11 წლიდან დაიწყო
”11 წლიდან მყავს დერმატოლოგი; მისი სახელი რონდა რენდია”, - ამბობს ჯოლი - „მასთან პირველად დედამ მიმიყვანა.“ მისი დერმატოლოგის თქმით, ჯოლის რუტინა მოიცავს მხოლოდ რამდენიმე კანის მოვლის პროდუქტს: გამწმენდი, მზისგან დამცავი საშუალება, ანტიოქსიდანტები და დამატენიანებელი.
ის არ ატარებს მძიმე მაკიაჟს

პრობლემა ის არის, რომ ჯანსაღი კანი და მძიმე მაკიაჟი უბრალოდ არ ერწყმის ერთმანეთს. ჯოლიზე უკეთ ეს არავინ იცის. ამიტომაც კანს "სუნთქვის" საშუალებას აძლევს.
კანს მზისგან იცავს
ყველამ იცის, რომ ჯოლი ყოველთვის გრძელ კაბებს ატარებს. "მას დედასავით მგრძნობიარე კანი აქვს. ადრეული ასაკიდან იყენებდა მზისგან დამცავ კრემებს“, - ამბობს დოქტორი რენდი.

ყოველთვის თან აქვს სახის დამატენიანებელი ზეთი
დამატენიანებელი ამკვრივებს და არბილებს კანს, შეიცავს მაღალეფექტურ, მდიდრულ ინგრედიენტებს. დატენიანება აუცილებელია ყველა ტიპის კანისთვის - მაგრამ განსაკუთრებით დაბერებული კანისთვის, რადგან ის უფრო მიდრეკილია გაუწყლოებისკენ.