ცნობილი მშობლების შვილებს შოუბიზნესში ხშირად წარმატებული კარიერა აქვთ. ბოლო დროს მათ დაიპყრეს მოდის, კინოსა და მუსიკის სამყარო, მიუხედავად ამისა, ბევრს მიაჩნია, რომ ვარსკვლავების შთამომავლები ყველაფერს ძალიან მარტივად იღებენ.

გვინეტ პელტროუს ქალიშვილს არასდროს არ უყვარდა დედასთან ერთად გამოჩენა. ახლა კი ყველა მოდის კვირეულს ესწრება.
გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინის ქალიშვილი, ეფლი 18 წლისაა. გოგონა კოლეჯში სწავლობს და ბოლო დრომდე არც თუ ისე საჯარო ცხოვრებას ეწეოდა. მისი სოციალური მედიის ანგარიშები დახურულია.

ცოტა ხნის წინ, მისი დებიუტი შედგა კუტურის მოდის კვირეულზე. ჯერჯერობით, მაყურებლის ამპლუაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. გოგონას დიდი მომავალი ლეგენდარულმა კარლ ლაგერფელდმა იწინასწარმეტყველა, როცა ეფლი მხოლოდ 4 წლის იყო.
"ერთ დღეს ის შანელის გოგო გახდება", - თქვა ლაგერფელდმა და მართალიც აღმოჩნდა.