პრინცესა დიანა - $363,000
აღიარებული სტილის ხატი სავსე იყო შთამბეჭდავი კოსტიუმებით. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ვიქტორ ედელშტეინის მუქი ლურჯი ხავერდის კაბა.

პრინცესა დიანას ეს კაბა 1985 წლის ნოემბერში, თეთრ სახლში ამართულ ღონისძიებაზე ეცვა. 2003 წელს დიანას იგივე კაბა 363 ათას დოლარად გაიყიდა.
ქეით მიდლტონი - $434,000
დამეთანხმებით, სიმბოლურია, რომ ლედი დის შემდეგ ჩვენს სიაში პრინც უილიამის ცოლი - ქეით მიდლტონია. მათი ქორწილიდან ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ Alexander McQueen-ის კაბა კვლავ აქტუალურია.

ელეგანტური სილუეტი, საუკეთესო თოვლივით თეთრი მაქმანი - კეტრინის საქორწილო კაბა მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.
ჯენიფერ ლოურენსი - $4 მილიონი
კაბა, რომელიც ჯენიფერ ლოურენსს ოსკარის დაჯილდოებაზე ეცვა, 4 მილიონი დოლარი ღირს. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული კაბა ოსკარების ისტორიაში. თუმცა, როგორც ჩანს, არც იხე კომფორტულია. ყველას კარგად ახსოვს, რომ ლოურენსი ოსკარის ჯილდოს მოპოვების შემდეგ კიბეზე დაეცა.

მერილინ მონრო - $4,6 მილიონი
ყველამ იცის ეს საკულტო კადრი ფილმიდან The Seven Year Itch, რომელმაც, ფაქტობრივად, მსახიობი სექს-სიმბოლოდ აქცია.
ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 2011 წელს იყო კაბა 4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
