ყველას გვიყვარს მზიანი ზაფხული, მაგრამ ცხელი დღეები დისკომფორტს გვიქმნის. ეს ტროპიკული კოქტეილი მსგავსი დღეების გადატანაში დაგეხმარებათ.
რეცეპტი ძალიან მარტივია, თავად სასმელი კი სულ რაღაც 5 წუთში მზადდება.
ინგრედიენტები
მინერალური წყალი - 130 მლ
ანანასის წვენი - 70 მლ
აგავას სიროფი
ქოქოსის ფანტელები
ყინული
მომზადების მეთოდი
- ჭიქაში ჩაასხით გაზიანი წყალი და დაამატეთ წვენი. თუ გსურთ უფრო მდიდარი ანანასის არომატი, გამოიყენეთ ნაკლები წყალი და მეტი წვენი.
- ტროპიკული სამოთხე უბრალოდ წარმოუდგენელია სურნელოვანი ქოქოსის გარეშე! ამიტომ, ტკბილი სიროფი სავალდებულო ნაბიჯია, რომლის გარეშეც არაფერი იმუშავებს. მეტი ანტურაჟისთვის სასმელს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.
- ხუთ წუთზე ნაკლებ დროში და ტროპიკული კოქტეილი მზად არის!
- დაამატეთ ყინულის რამდენიმე კუბი. კოქტეილი ასევე შეგიძლიათ დაამშვენოთ ანანასის ნაჭრებით ან სხვა ხილით.