ზაფხულის გემო - უმარტივესი და უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტი - Marao

ზაფხულის გემო - უმარტივესი და უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტი

2023-07-28 21:00:14+04:00

ყველას გვიყვარს მზიანი ზაფხული, მაგრამ ცხელი დღეები დისკომფორტს გვიქმნის. ეს ტროპიკული კოქტეილი მსგავსი დღეების გადატანაში დაგეხმარებათ.

რეცეპტი ძალიან მარტივია, თავად სასმელი კი სულ რაღაც 5 წუთში მზადდება. 

ინგრედიენტები

მინერალური წყალი - 130 მლ

ანანასის წვენი - 70 მლ

აგავას სიროფი

ქოქოსის ფანტელები

ყინული

მომზადების მეთოდი

  • ჭიქაში ჩაასხით გაზიანი წყალი და დაამატეთ წვენი. თუ გსურთ უფრო მდიდარი ანანასის არომატი, გამოიყენეთ ნაკლები წყალი და მეტი წვენი.
  • ტროპიკული სამოთხე უბრალოდ წარმოუდგენელია სურნელოვანი ქოქოსის გარეშე! ამიტომ, ტკბილი სიროფი სავალდებულო ნაბიჯია, რომლის გარეშეც არაფერი იმუშავებს. მეტი ანტურაჟისთვის სასმელს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.
  • ხუთ წუთზე ნაკლებ დროში და ტროპიკული კოქტეილი მზად არის!
  • დაამატეთ ყინულის რამდენიმე კუბი. კოქტეილი ასევე შეგიძლიათ დაამშვენოთ ანანასის ნაჭრებით ან სხვა ხილით.