75 წლის მეი მასკი უამრავი ქალისთვის შთაგონებად გადაიქცა. მან 3 შვილი მარტომ აღზარდა, 5 სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, იპოვა საკუთარი მიმართულება, შეძლო წარმატების მიღწევა და დღემდე იდეალურად გამოიყურება. აქვს საკუთარი წარმატებული ბიზნესი, პერიოდულად, მოდელის ამპლუაშიც გვხვდება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.

იგი საკუთარ თავზე წერს:
"ჩემთვის 20 წლის ასაკი საშინელი იყო. ქმარი მცემდა და მამცირებდა. 30 წლის რომ გავხდი, დავშორდი და სამ შვილთან მარტო დავრჩი. 40 წლის ასაკში სხვა კონტინენტზე გადავედი და ცხოვრება ნულიდან დავიწყე. 50 წლის ასაკში საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე. 60 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება მეტ-ნაკლებად დალაგდა. ახლა კი, 70 წლის ასაკში, მოთხოვნადი და იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ!"

წაიკითხეთ სრულად