მათ გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს - ვარსკვლავები, რომელთათვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია - Marao

მათ გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს - ვარსკვლავები, რომელთათვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია

2023-08-05 18:29:33+04:00

ენ ჰეთეუეი

ენი ყოველთვის საოცრად გამოიყურება! 20 წლის განმავლობაში მსახიობი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. ჰეთევეის უყვარს ცნობილი ესთეტიკოსის ტრეისი მარტინის 450 დოლარიანი წითელი ხალიჩის კანის მოვლის საშუალება, რომელიც ატენიანებს და ამკვრივებს კანს. 

ბიონსე

მომღერალი წლების განმავლობაში მხოლოდ ლამაზდება - კანის ხარისხი და ბიონსეს გარეგნობა უბრალოდ გასაოცარია: არც ერთი ღრმა ნაოჭი ან დაღლილი იერი. წელს ვარსკვლავი 40 წლის გახდა. 

ტილდა სუინტონი

"ქალი ასაკის გარეშე" - მისი უცხო გარეგნობა ყველას მოსწონს. რატომ ბერდება მსახიობი ასე ნელა - ამაზე პასუხს ინტერნეტში ვერ იპოვით. მის შესახებ ბოლო სტატია 2015 წელს გამოქვეყნდა და იქ 260 დოლარად შრატი იყო ნახსენები. 

ნატალი პორტმანი

მსახიობს არ მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის და არ გაუკეთებია ინექციები, რომლებიც მთლიანად ცვლის მის სახეს. ინტერვიუებში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვეგეტარიანელი გახდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ირკვევა, რომ ნატალის აკნე უკვე ზრდასრულ ასაკში აწუხებდა და ამ პრობლემის მოგვარებაში ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმა დაეხმარა.