როგორ ზრუნავენ სახის კანზე ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები - იდეალური კანის სამეფო ფორმულა - Marao

როგორ ზრუნავენ სახის კანზე ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები - იდეალური კანის სამეფო ფორმულა

2023-08-04 20:40:29+04:00

ქეით მიდლტონი

კანის მოვლის საკითხებში, კემბრიჯის ჰერცოგინია ეყრდნობა კოსმეტოლოგ დებორა მიტჩელის რჩევებს. ფუტკრის შხამი გახდა მიტჩელის საყვარელი სილამაზის კომპონენტი - კოსმეტოლოგი მის საფუძველზე აწარმოებს პროდუქტების ხაზს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აძლევს „ლიფტინგის“ ეფექტს. 

მეგან მარკლი

სასექსის ყოფილ ჰერცოგინიას ყოველთვის თან ატარებს  ჩაის ხის ზეთს: „ეს ერთადერთია, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი სამოგზაურო კოსმეტიკური ჩანთა. ის არ გამოიყურება ძალიან მომხიბვლელად, მაგრამ ის მყისიერად ეხმარება ჭრილობებს, კოღოს ნაკბენს, კანზე გამონაყარს.“მაგრამ მარკლის საყვარელი სილამაზის საშუალება გახდა სახის ინტენსიური მასაჟი.

დედოფალი ლეტიცია

ესპანეთის დედოფალს არ უყვარს სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოების გაზიარება, მაგრამ ინსაიდერები ამას სიამოვნებით აკეთებენ მისთვის. დასავლური მედიის ცნობით, დედოფალი ლეტიცია „დამოკიდებული“ იყო Biotulin-ის ინექციებზე - მას „ორგანულ ბოტოქსსაც“ უწოდებენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის უფრო სუსტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ბოტოქსი, მაგრამ იმდენად არ „ყინავს“ სახის გამომეტყველებას. პრეპარატი ეფუძნება ბუნებრივ საანესთეზიო სპილანტოლს, რომელსაც შეუძლია წვრილი ნაოჭების გასუფთავება. 

ელიზაბეტ II

ბრიტანეთის დედოფლის მთავარ ფავორიტებს შორის იყო Wildberry პომადა და Eight Hour დამამშვიდებელი კრემი, რომელიც მომენტალურად აქრობს ანთებას. 

გარდა ამისა, დედოფალი ყოველმხრივ გაურბოდა კაშკაშა მზეს, იყენებდა დამცავ კრემებს და არასოდეს ტოვებდა ბუკინგემის სასახლეს ქუდის გარეშე.

გრეის კელი

სილამაზის ექსპერტი პიტერ ლამასის თქმით, გრეის კელის არასდროს ავიწყდებოდა ხელებზე კრემის წასმა: „ერთხელ ვკითხე, რატომ არ შორდები ამ კრემს“ -  მან მიპასუხა: "ქალის ხელები მის ასაკს ბევრად უფრო სწრაფად გასცემს, ვიდრე სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი".

პრინცესა დიანა

ვიზაჟისტი მერი გრინველი პრინცესა დიანასთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, პრინცესა არასდროს იძინებდა მაკიაჟს მოშორების გარეშე. „იწმენდდა და დღეში ორჯერ იტენიანებდა კანს."