Hydroquinone არის ქიმიკატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ და სამედიცინო ინდუსტრიებში, როგორც "მათეთრებელი". ბევრ ქვეყანაში ის უკვე აკრძალულია ან სერიოზულად არის შეზღუდული (იყიდება მხოლოდ რეცეპტით), ზოგში კი - პირიქით, ის უბრალოდ არღვევს გაყიდვების რეკორდებს, რადგან არაკეთილსინდისიერი გამყიდველები გპირდებიან, რომ ამ კომპონენტის შემცველი პროდუქტების დახმარებით თქვენ მიიღებთ იდეალურად ღია კანს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქინონის პროდუქტების გამოყენების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იზრდება მელანომის განვითარების რისკი.
გარდა ამისა, ჰიდროქინონმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, სიწითლე და სიმშრალე, ასევე დეჰიდრატაცია და აქერცვლა. ეს კომპონენტი ასევე ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ აჩქარებს ფოტოდაბერებას.
