პრინცებისა და პრინცესების ზღაპრების უმეტესობა, როგორც წესი, ქორწილით და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებით მთავრდება. სინამდვილეში, სამეფო დინასტიების წარმომადგენლების ოჯახური ცხოვრება შეიძლება არც ისე გრძელი და ბედნიერი იყოს.
დინასტიების წარმომადგენლები მოწიწებით ეპყრობიან უძველეს ტრადიციებს. ამიტომ ქორწინების შენარჩუნებას დიდი მონდომებით ცდილობენ.

იმისდა მიუხედავად, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ისა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპის ოჯახური ცხოვრება თავიდანვე იდეალური არ იყო, განქორწინებაზე სერიოზულად არასდროს უფიქრიათ. მოვალეობა ყოველთვის გრძნობებზე მაღლა დგას, რადგან ასე აღიზარდნენ.

მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მონარქების განცალკევება - პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს, დედოფალთან 73-წლიანი ქორწინების შემდეგ გარდაიცვალა.

მონარქი სიცოცხლეშივე პატივს სცემდა წეს-ჩვეულებებს და მათ მიმართ იმავე დამოკიდებულებას ითხოვდა მემკვიდრეებისგან. მაგრამ ჩარლზი და ენდრიუ დედის მაგალითს არ მიჰყვნენ: ორივეს მოუხდა განქორწინებების ატანა, თანაც სკანდალურის.

პრინცესა ანას პირველმა ქორწინებამაც არ გაამართლა. ძმებისგან განსხვავებით, მან მოახერხა ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან აცილება და მშვიდად დაშორდა მარკ ფილიპსს.
