1994 წლის 23 ივნისს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმის, "ფორესტ გამპის" პრემიერა შედგა. რობერტ ზემეკისის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს, 1986 წლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული და ფორესტ გამპის ცხოვრების რამდენიმე ათწლეულზე მოგვითხრობს. გონებრივი შეზღუდვის მქონე, წარმოუდგენლად კეთილი ბიჭი უამრავ ადამიანზე გავლენას ახდენს და სამყაროს სიკეთის ძალაში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
ფილმმა როგორც მაყურებლის, ასევე კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება და სიყვარული დაიმსახურა და იმ წლის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრად გადაიქცა. "ფორესტ გამპმა" არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება შეძლო, მათ შორის 6 "ოსკარია".
დღეს საკულტო ფილმიდან რამდენიმე ფრაზას გაგიზიარებთ, რომლებიც ერთგულ მაყურებლებს სამუდამოდ დაამახსოვრდა:

"ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს: არასოდეს იცი, რას მიიღებ."
"დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ადამიანზე მისი ფეხსაცმლის მიხედვით ბევრი რამის თქმა შეიძლება: სად მიდის, საიდან მოვიდა... მე ბევრი ბათინკი გამოვიცვალე..."
"დედა ყოველთვის მეუბნებოდა: "იმისათვის, რომ ადამიანმა წინსვლა შეძლოს, აუცილებლად უნდა დაემშვიდობოს წარსულს."
"დედამ თქვა, რომ სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორ მინდა, რომ ეს ასე არ იყოს."
წაიკითხეთ სრულად